17:47 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-04 14:37:27, 2101 ნახვა

პოლიტიკა
თალაკვაძე: ვამაყობთ, რომ არაწევრ ქვეყნებს შორის, ნატო-ს საერთაშორისო მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ

თალაკვაძე: ვამაყობთ, რომ  არაწევრ ქვეყნებს შორის, ნატო-ს საერთაშორისო მისიებში  ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ვართ

გვეამაყება, რომ ვართ დასავლური საზოგადოების საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილის, როუზ გოტმიოლერისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების დელეგაციასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, გამოწვევების მიუხედავად, საქართველო თავისი მომავლის შექმნის პროცესში ოპტიმისტურად რჩება.

ამასთან, თალაკვაძის შეფასებით, საქართველო  გამოწვევებთან მარტო  არ არის.

 „ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ვართ ამ საზოგადოების, ამ დიდი ოჯახის წევრები, რომ ვართ ნატო-ს და დასავლური საზოგადოების საიმედო და პასუხისმგებლიანი პარტნიორი ამ რთულ რეგიონში. საქართველომ მოიკრიბა ძალა და მეგობრების მხარდაჭერა იმისთვის, რომ განევითარებინა თავისი დემოკრატია. ჩვენ ვრჩებით ერთგულები დემოკრატიული პრინციპების მიმართ  და საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ამაში, ბუნებრივია, პარლამენტს აქვს  განსაკუთრებული როლი. ამისათვის ჩვენ განვახორციელეთ საკონსტიტუციო რეფორმა, შევცვალეთ პარლამენტის რეგლამენტი, გავააქტიურეთ ჩვენი თანამშრომლობა  საპარლამენტო ასამბლეების ფორმატებში, მათ შორის განსაკუთრებით მინდა გამოვყო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა, სადაც ჩვენს დელეგაციას, საქართველოს პარლამენტსა და ასამბლეას შორის არის შესანიშნავი და აქტიური თანამშრომლობა.

საქართველო ასევე  ამაყია და ჩვენი საზოგადოება, ჩვენი მოქალაქეები ამაყობენ იმით,  რომ საქართველო არის არაწევრ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორია ნატო-ს საერთაშორისო მისიებში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ჩვენი ჯარისკაცები ნატო-ს ჯარისკაცებთან ერთად მსოფლიოს ურთულეს წერტილებში იცავენ მშვიდობას, თავისუფლებას და იმ საერთო ღირებულებებს, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს.

რა თქმა უნდა, არის ბევრი კარგი ამბავი, ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში, რომელსაც მე სიამოვნებით გაგიზიარებთ, თუმცა, ასევე, როგორც ეს ხდება ყველგან,  რეალურ ცხოვრებაში, არის ცუდი ამბებიც და ეს ცუდი ამბავი არის, რომ დღემდე  ჩვენთვის გამოწვევად რჩება  ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაცია. ეს არ არის გაყინული კონფლიქტი, ეს არ არის პრობლემა, რომელიც უკვე მოხდა, ეს არის გამოწვევა, რომელიც დღესაც არსებობს და რომელიც თავისი უარესი სახით გრძელდება დღემდე. ეს გულისხმობს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებს, გულისხმობს ჩვენი მოქალაქეების გატაცების შემთხვევებს, გულისხმობს სხვადასხვა საფრთხეებს, რაც მომდინარეობს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და ასევე, საერთაშორისო მონიტორინგის მისიების არ დაშვებას ოკუპირებულ რეგიონებში.

მიუხედავად ამ გამოწვევებისა, რომელიც საკმაოდ დიდ ენერგიას, საკმაოდ დიდ ყურადღებას მოითხოვს ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ყოველდღიურად, საქართველო მაინც რჩება თავისი მომავლის შექმნის პროცესში ოპტიმისტურად და რჩება ძალიან თავდაჯერებულად იმ ვალდებულებების ერთგული, რომელიც ჩვენ გვაქვს აღებული  ჩვენი მოქალაქეებისა და პარტნიორების წინაშე.  მიუხედავად ამ გამოწვევების, ჩვენ განვსაზღვრავთ ჩვენს მომავალს, რუსეთის ფედერაცია ვერ განსაზღვრავს საქართველოს მომავალს და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორებთან ერთად, დასავლეთთან ერთად საქართველო ქმნის თავის მომავალს და ქმნის მომენტს, როდესაც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იქნება შესაძლებელი მშვიდობიანი გზით, დემოკრატიის გაძლიერების გზით. უფრო ძლიერი ეკონომიკის შექმნის გზით და პასუხისმგებლიანი საერთაშორისო  და საგარეო პოლიტიკის წარმოების გზით.

მე მინდა მადლობა გადაგიხადოთ და ასევე, მოგილოცოთ ნატოს დაარსებიდან ეს მნიშვნელოვანი თარიღი, რასაც ჰქვია 70 წლის იუბილე. ალბათ განსაკუთრებული სიამაყეა, როდესაც 70 წლის იუბილეს ორგანიზაცია მთელს მსოფლიოში აღნიშნავს იმ მიღწევებით, რაც უკავშირდება უსაფრთხოების დაცვას, რაც უკავშირდება თავისუფლების და ჩვენი საერთო ღირებულების დაცვას მთელს მსოფლიოში.

ქალბატონო გოტმიოლერ, კიდევ ერთხელ მოხარული ვარ, რომ მოგვეცა ეს შესაძლებლობა, ვუმასპინძლოთ ნატოს შეხვედრას ბათუმში, საქართველოში. ეს არის განსაკუთრებით ძლიერი სიგნალი ალიანსის მხრიდან, რომ საქართველო თავის გამოწვევებთან არ არის მარტო და რომ ჩვენ სწორი გზით ვმოძრაობთ, სწორი გზით ვავითარებთ ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა სი ძინფინი სექტემბერში თეთრ სახლში მიიწვია
საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მხარდამჭერია
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ სრულიად ახალი, მე-6 თაობის Toyota RAV4 წარადგინა
BOG Emolas Corporation-თან პარტნიორობს - კულტურული პროექტები აშშ-ში მყოფი ქართველებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics