|
2019-10-03 18:32:31, 2488 ნახვა
სამართალი
უდუმაშვილი: შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ აქამდე პროკურატურაში არ დამიბარეს - მაინტერესებს რა კითხვები ექნებათ
„ის ძაფი, რასაც ქართველი ხალხის ნერვი ჰქვია უკვე ბოლომდე დაჭიმულია, ეს ძაფი ძალიან მალე გაწყდება“, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, აინტერესებს თუ რა კითხვები ექნებათ უწყებაში. „მე, ზოგადად, არც კი ვიცი, რა კითხვები შეიძლება ჩემთან, მაგრამ მაინც მოვედი და მაინტერესებს რა კითხვები შეიძლება ჰქონდეთ. სიმართლე გითხრათ, ცოტა შეურაცხყოფილი ვიყავი, რომ აქამდე არ მიბარებდნენ. მნიშვნელობა არ აქვს რა კითხვა დაისმება ჩემს მიმართ, მთავარი არის ის, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა მიდის, როგორც პოლიტიკოსებისა, ასევე თავისუფალი მედიის მიმართ. მაგრამ ის ძაფი, რასაც ქართველი ხალხის ნერვი ჰქვია უკვე ბოლომდე დაჭიმულია, ეს ძაფი ძალიან მალე გაწყდება დ ამ შენობაში უკვე იმ ხალხს მოუწევს სიარული, ვინც დღეს ბარიკადების მეორე მხარეს დგას“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა. ცნობისთვის, დღეს ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ლაფერაშვილი და ზაალ უდუმაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. უწყების ინფორმაციით, საქმე ეხება სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2"-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)