|
2026-10-31 19:19:50, 540 ნახვა
საზოგადოება
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო. მოქალაქეების ცნობით, მოულოდნელად ეკრანზე ჩაირთო პორნოგრაფიული შინაარსის მქონე ვიდეო, მძღოლმა ვერ შეძლო მონიტორის გამორთვა და მას ქურთუკი გადააფარა. ინფორმაცია Info Rustavi-მა მოქალაქეებზე დაყრდნობით გაავრცელა. მოგვიანებით მომხდარს რუსთავის მუნიციპალური ავტოტრანსპორტის სამსახური გამოეხმაურა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა. "რუსთავის მუნიციპალურ ავტობუსებში არსებული მონიტორების სერვერზე განხორციელდა კიბერ შეტევა, რის შედეგადაც ეკრანზე, რამოდენიმე წამის განმავლობაში აისახა უცენზურო შინაარსის კადრი. მუნიციპალური ტრანსპორტის სამსახურმა მყისიერად მოახდინა რეაგირება. ამ მომენტისთვის ავტობუსებში არსებული ყველა მონიტორი გათიშულია და მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მუშაობს შესაბამისი უწყება", - ნათქვამია განცხადებაში.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)