2019-10-03 17:49:21, 1674 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო.
საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონში ცვლილებების შეტანას მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არავინ იყო.
ცვლილებებს პარლამენტში რამდენიმე საათის განმავლობაში განიხილავდნენ. ოპოზიციამ ცვლილებები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა სასამართლოს უზურპირება მოახდინა. მათივე შეფასებით, კანონში შესატანი ცვლილებები ფასადურია და სასამართლოს სფეროში არსებულ გამოწვევებს არ პასუხობს.
თავის მხრივ მმართველმა გუნდმა აღნიშნა, რომ ცვლილებები ევროსაბჭოს მიერ დადებითად იქნა შეფასებული.
ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან