13:10 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 12:39:45, 362 ნახვა

პოლიტიკა
ბერძენიშვილი აბაშიძე-კარასინის შეხვედრაზე: ტკბილი საუბრები არ იქნება

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, აბაშიძე-კარასინის მოლაპარაკების ფორმატი პრობლემების გადასაჭრელად, მაქსიმალურად უნდა იქნას გამოყენებული.

ბერძენიშვილის შეფასებით, დღევანდელ ვითარებაში, როცა რუსეთმა საზღვარი კიდევ ერთხელ გადმოწია, რუსეთის წარმომადგენელთან შეხვედრა და  ამ საკითხებზე რუსულ მხარესთან პირდაპირ საუბარი მნიშვნელოვანია.

"მოლაპარაკება სწორედ იმაზე უნდა მიმდინარეობდეს, რაც ხდება და ძალიან იოლია ჩუმად მიიპარო და სადმე ბანერი დაარჭო, ასევე იოლია მისი ამოძრობა, მაგრამ საქმე გაცილებით უფრო სერიოზულადაა. თუკი არსებობს სადმე საშუალება, რომ ქართულმა მხარემ პირდაპირ უთხრას რუსეთს, რას ფიქრობს ამაზე, ეს საშუალება უნდა იყოს გამოყენებული. მე როგორც ვიცი, ქართული მხარე ძალიან  სერიოზულადაა განწყობილი და იქ ტკბილი საუბრები არ იქნება, სწორედ ამასთან დკავშირებითაც.  ამიტომ, ასეთ შემთხვევაში, პირიქით, შეხვედრა აუცილებელია.ასეთ დროს კრემლსა და ვაშინგტონს შორის სპეციალური ხაზი იმართებოდა ხოლმე, როცა კრიზისი უნდა დაიძლიოს.გასაგებია, როცა ოპოზიცაში ხარ, ბევრი რამ შეიძლება თქვა, მაგრამ ცოტა თუ დაფიქრდებიან, კარგი იქნებოდა იმიტომ, რომ ასეთი არხები, როცა გაუჭირდათ, თვითონ გამოიყენეს შესანიშნავად. დაელაპარაკეს და ხელიც მოუწერეს ისეთ სამარცხვინო დოკუმენტზე, რომელსაც სარკოზის გეგმა ერქვა. ჩვენი ოპზოცია ხანდახან ამტკიცებს, რომ მარტო მას უყვარს სამშობლო და ეს უკვე ძალიან სასაცილო ხდება.მისი ხელმძღვანელი უცხო ქვეყნის მოქალაქე გახდა თანამდებობის გამო, ამიტომ მაინცდამაინც დიდი სატრაბახო და ჭუკისსასწავლებელი მათგან ბევრი აღარ დარჩა",-განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციას, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" არ ფიქრობენ, რომ  აბაშიძე-კარასინის ფორმატს რაიმე სარგებელის მოტანა შეუძლია.

"კარასინის ფორმატს დავარქმევდი,  ეს არ არის სერთოდ აბაშიძის ფორმატი იმიტომ, რომ მთლიანად კარნახი მთელი ამ პროცესების კარასინის მიერ ხდება; აბაშიძეს არავითარი როლი არ აქვს. ალბათ ეს არის ის ნება, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია, რომ იყოს მეორე რიგში საქართველოს საკითხი, მისი უსაფრთხოების საკითხი არ იყოს საერთაშორისო დღის წესრგში და ამის გამო არის რომ რუსეთი შემტევ პოზიციაზეა.მათ შორის შემტევ პოზიციაზე ამ ფორმატის დროს. საუბარი ფრენებზე,  ტრანსოპრტზე და ა.შ. გასაგებია, მაგრამ ქვეყნის მთავარი მიზანი დღეს არის უსაფრთხოება, ტერიტორიული მთლიანობა, ყველა რესურსი ამისკენ უნდა იყოს მიმართული",-აღნიშნა აკაკი მინაშვილმა.

ცნობისთვის, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის მორიგი შეხვედრა პრაღაში დღეს გაიმართება.

კონსულტაციები ამჯერად გაფართოებული შემადგენლობით შედგება.

როგორც ზურაბ აბაშიძემ პრაღაში ჟურნალისტებს განუცხადა, ქართული მხარე სოფელ ორჭოსანსა და ხურვალეთში ე.წ საზღვრის გადმოწევის საკითხის მწვავედ დააყენებს.

მისივე თქმით, რუსეთზე ზეწოლის ბერკეტი საერთაშორისო თანამეგობრობაა და მიუხედავად ასეთი რთული სიტუაციისა, საქართველომ რუსეთთან კომუნიკაცია არ უნდა შეწყვიტოს.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აღდგომის დღეს მცხეთაში 53 წლის კაცი მოკლეს
კობახიძე მადიაროს გამარჯვებას ულოცავს, ორბანს მადლობას უხდის
უკრაინამ უნგრეთში მოგზაურობის შესახებ გაფრთხილება გააუქმა
ანი წითლიძე - ივანიშვილის რუსული რეჟიმი ბევრად უფრო დაუნდობელია, ვიდრე ორბანის.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics