|
2019-10-02 15:17:09, 2665 ნახვა
სამართალი
გუმბერიძე - საეჭვოა, რომ გუშინ „ფორმულამ“ მაუწყებლობა დაიწყო და იმ დღესვე გამომძიებლისგან ზარი განხორციელდა
ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ გუშინ დაიწყო ტელევიზიამ მაუწყებლობა და იმ დღესვე გამომძიებლისგან ზარი განხორციელდა, - ამის შესახებ ფორმულას“ გენერალურმა დირექტორმა ზურაბ გუმბარიძემ მთავარ პროკურატურაში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც „ფორმულას გენერალური დირექტორი აღნიშნავს, ტელეკომპანია მის გარეშე თუ მასთან ერთად მაინც წარმატებული იქნება. „ჩემი დაბარება უკავშირდება „ინტერნედიის“ საქმეს, რომელიც იცით, რომ რამდენიმე თვეა უკვე პროკურატურაშია, რომელ საქმეზეც ნიკა გვარამიას ბრალი აქვს წარდგენილი. ასევე ზურაბ იაშვილსა და კახა დამენიას. სავარაუდოდ, ჩემი გამოკითხვაც უკავშირდება „ინტერმედიას“. იმ პერიოდში ვიყავი ერთ-ერთი დამფუძნებელი ამ კომპანიის. რაც შეეხება ბრალს, ეს ბრალი არის აბსურდული. საერთოდ გაუგებარია ამხელა რესურსი რატომ იხარჯება ასეთი ტიპის „ქეისის“ გამოძიებაში. მე ჯერ არ მინდა დეტალებზე საუბარი, თუმცა ეს საქმე არის თითიდან გამოწოვილი. ეჭვებს ბადებს ის ფაქტი, რომ გუშინ დაიწყო „ფორმულამ“ მაუწყებლობა და იმ დღესვე განხორციელდა ზარი გამომძიებლისგან, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ „ფორმულა“ დაიწყებს მაუწყებლობას. 5 ოქტომბერს ჩვენ დავიწყებთ საინფორმაციო გამოშვებას და ჩვენ შევეცდებით, რომ ყველა ის გამოწვევა, რომელიც დღეს აქვს მედიაბაზარს, ყველა ის გამოწვევა, რაც აქვს თავისუფალ სიტყვას, ყველა ის გამოწვევა, რაც უკავშირდება მედია პლურალიზმს, ჩვენ დავდებთ ერთ აგურს ამ საქმის მშენებლობაში. ეჭვს ბადებს ის ფაქტი, რომ როგორც კი მაუწყებლობა დაიწყო ტელეკომპანიამ იმ დღესვე არხის გენერალურ დირექტორს დაუკავშირდა გამომძიებელი, თუმცა ნუ გავასწრებთ მოვლენებს, დაველდოთ. „ფორმულა“ იქნება ძალიან ძლიერი, ძალიან საინტერესო არხი, გვექნება ძალიან კარგი ნიუსის გადაცემა, გვექნება პოლიტიკური თოქ-შოუები, გასართობი კონტენტი. ეს იდეა დგას ერთ ადამიანზე უფრო მაღლა, ეს იდეა დგას ჩემზე უფრო მაღლა. ეს არის პლატფორმა, რომელშიც ადამიანები გაერთიანებულები არიან ღირებულებების მიხედვით“, - აღნიშნა გუმბარიძემ. ამასთან, ის კატეგორიულად გამორიცხავს მისთვის ბრალის წარდგენის შესაძლებლობას. „ყველა კითხვაზე, რაზეც მაქვს ინფორმაცია, ამომწურავ ინფორმაციას მივაწვდი გამოძიებას, დღესაც ყველა სხვა შემთხვევაშიც. მე ვარ ზურაბ იაშვილის პროცესზე ნამყოფი, რომელიც იყო ჩვეულებრივი ფარსი, გაუგებარია, საერთოდ რატომ ედვებიან მას. ასევე ბუნებრივია, ვუყურე ნიკა გვარამიას პროცესსაც, თუ მე რაიმე ინფორმაცია მაქვს ყველა კითხვას ჩემი მხრიდან პასუხი გაეცემა. ბრალის წარდგენას გამოვრიცხავ“, - განაცხადა „ფორმულას“ გენდირექტორმა.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)