|
2019-10-02 12:16:20, 2090 ნახვა
სამართალი
ორი პირის განზრახ მკვლელობასა და ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 20 წლით პატიმრობა მიესაჯა
მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის განზრახ მკვლელობისთვის და სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით, ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისათვის ბრალდებული დ.პ. დამნაშავედ ცნო. უწყების ცნობით, სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2019 წლის 3 იანვარს, დაბა თიანეთში, დ.პ. წარსულში არსებული უთანხმოების გამო, შურისძიების მოტივით, ო.შ.-ს და ვ.ო.-ს განზრახ მოკვლის მიზნით, ო.შ.-ს საცხოვრებელი სახლის ეზოში მივიდა და დანით ვ.ო.-ს გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგად ვ.ო. ადგილზე გარდაიცვალა. დ.პ.-მ ჩადენილი დანაშაულის დაფარვის და ვ.ო.-სთან სტუმრად მყოფი ო.შ.-ს მკვლელობის გაადვილების მიზნით, იქვე მყოფ ნ.ა-ს გადაჭრილი გლუვლულიანი სანადირო თოფიდან მხრის, ხოლო ო.შ.-ს სახის არეში ესროლა. მიყენებული დაზიანების შედეგად ო.შ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დ.პ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „სამართალდამცველებმა დ.პ. 2019 წლის 7 იანვარს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ" ქვეპუნქტით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, სხვა დანაშაულის დაფარვისა და მისი ჩადენის გაადვილების მიზნით ერთი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დ.პ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)