19:34 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-10-01 11:31:14, 1191 ნახვა

სამართალი
მარტვილის საბავშვო ბაღის აღმზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოოფილებელია

მარტვილის № 2 საბავშვო ბაღის აღმზრდელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოოფილებელია. 

ბავშვების ნაწილი სახლში გაწერეს, 16 მათგანი კი დაკვირვების მიზნით სტაციონარში იმყოფება.

საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ალექსანდრე მოწერელიამ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად საავადმყოფოში მოინახულა და ბავშვების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მკურნალი ექიმისგან მიიღო. ალექსანდრე მოწერელიას განმარტებით, დროულად მოხდება ინტოქსიკაციის გამომწვევი მიზეზების დადგენა და მასზე რეაგირება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ბაგა-ბაღში ინსპექტირებას ატარებენ, უკვე აიღეს ნიმუშები ლაბორატორიული კვლევისთვისაც.

მარტვილში ბაღის აღსაზრდელების მოწამვლასთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics