|
2019-09-30 16:25:06, 1239 ნახვა
სამართალი
ბათუმში მეჩეთის აშენებაზე მერიის უარი დისკრიმინაციული იყო - სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ ქალაქის მერიამ ახალი მეჩეთის აშენებაზე უარის თქმით დისკრიმინაციული გადაწყვეტილება მიიღო, - ამის შესახებ ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია აღნიშნული, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიხედვით, ბათუმის მერიამ ხელახლა უნდა იმსჯელოს ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე. "ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის სასარჩელო მოთხოვნები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია, ბათილად ცნო ბათუმის მერიის გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის გაცემაზე უარის შესახებ და საქმე ხელახლა განსახილველად ბათუმის მერიას დაუბრუნა. შესაბამისად, ბათუმის მერიამ ხელახლა უნდა იმსჯელოს ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის საკითხზე. სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, პირდაპირ დავალებოდა ბათუმის მერიას მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების შესახებ აქტის გამოცემა. მისასალმებელია, რომ სასამართლომ დისკრიმინაციულად შეაფასა მერიის გადაწყვეტილება. უთანასწორო მოპყრობას საფუძვლად უდევს ფაქტი, რომ იგივე საცხოვრებელ ზონაში შვიდი მართლმადიდებლური ეკლესიაა აშენებული, მათ შორის რამდენიმე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ მიწაზე. მოსამართლემ აღნიშნა, რომ მერიის მიდგომა ორი სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის მიმართ უთანასწოროა. ამავდროულად მიგვაჩნია, რომ დისკრიმინაციის დადგენის შემთხვევაში სასამართლოს დავა არსებითად უნდა გადაეწყვიტა, სრულად დაეკმაყოფილებინა მოსარჩელის მოთხოვნა და ბათუმის მერიისთვის პირდაპირ დაევალებინა მშენებლობის ნებართვის პირველი სტადიის დაკმაყოფილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. შეგახსენებთ, რომ სასამართლოში მიმდინარე დავა შეეხება ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის თაობაზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ნებართვის გაცემაზე უარის კანონიერებასა და რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენას. სახელმწიფომ არ გაითვალისწინა ბათუმში მცხოვრები მუსლიმი თემის მრავალწლიანი მოთხოვნა და საჭიროება, აეშენებინათ ახალი მეჩეთი. როდესაც ბათუმის მერიამ არ გასცა ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობისათვის შესაბამისი ნებართვა, ამით სახელმწიფომ პრაქტიკულად უარი განუცხადა მუსლიმებს, ესარგებლათ რელიგიის თავისუფლებით და სხვა ფუნდამენტური უფლებებით", - ნათქვამია განცხადებაში.
ყარაბაღის შესახებ მიღებული რეზოლუციის გამო აზერბაიჯანი ევროპარლამენტთან კავშირს წყვეტს
თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
საკულტო მოდელით შთაგონებული: ახალი Cayenne Coupé Electric
Faridaily: რუსეთის ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე საქართველოს გავლით აშშ-ში გაიქცა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)