15:32 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-30 15:04:11, 1804 ნახვა

პოლიტიკა
უგულავა: ზურაბიშვილისა და ვასაძის მერე ვიხილეთ ფარისევლობა, როცა სააკაშვილი ჯვრის სანახავად პერანგს ექაჩებოდა

 „მიხეილ სააკაშვილს ბევრი დამსახურება ჰქონდა და ის, როგორც სახარებაშია ნათქვამი, ამ  მარგალიტებს აბნევს და რჩება ვასაძისა და ივანიშვილის რიტორიკის ამარა“, - ამ სიტყვებით „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, ბოლო 3 თვეში საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირების და ჯვრის აბუჩად აგდების 3 შემთხვევა მოხდა, ერთ-ერთი კი, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის მიერ იყო.

 ის, რაც ჩვენ ეთერში ვიხილეთ, არის ფარისევლობა და სირცხვილი. მე მრცხვენია, რომ ადამიანი, რომელიც „ვარდების რევოლუციის“ ერთ-ერთი შემოქმედი იყო, ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში, როგორც პრეზიდენტმა, ბევრი რამ გააკეთა, დაეცა ასეთ მარაზმამდე. მე, როგორც წინა ხელისუფლების წარმომადგენელს და არც თუ ისე უკანა რიგებში მყოფს, შემიძლია გადაუჭარბებლად საზოგადოებას ვუთხრა, რომ გუშინ მიხეილ სააკაშვილმა მოიტყუა  მას არასდროს არავინ აკავებდა, თუ მას რელიგიური აღტკინება ჰქონდა, წასულიყო ეკლესიაში, მაგრამ დიახ, მეც და გიგა ბოკერიაც ვიყავით წინააღმდეგი, როდესაც მაგალითად, პოლიტიკური გასაჭირი იყო და მან შავი ჯიპების ჩამორიგება გადაწყვიტა ეკლესიის მსახურებისთვის. თუ მას რელიგია დღეს ესმის, როგორც თავზე ნაცრის დაყრა, ყველაფრის უარყოფა, ქართული სახელმწიფოებრიობის, სეკულარიზმის უარყოფა, ის არაფრით არ განსხვავდება ლევან ვასაძისგან. ჩემთვის ძალიან სამწუხაროა, რომ ბოლო 3 თვეში საჯარო პოლიტიკურ სივრცეში ჯვრით მანიპულირების და ჯვრის აბუჩად აგდების 3 შემთხვევა. პირველი იყო, როდესაც ქალბატონი ზურაბიშვილი ვიხილეთ წმინდა ნინოს გზაზე, ხელში ჯვრით მომავალი - ფარისევლობა  ნომერი 1, მეორე ვიხილეთ ლევან ვასაძე, რომელიც კომბალს და ვაზის ჯვარს ვერ ასხვავებდა, ისე დადიოდა ქუჩაში - ფარისევლობა და მავნებლობა ნომერი 2 და გუშინ ვიხილეთ მიხეილ სააკაშვილი რომელიც პერანგს ექაჩებოდა ჯვრის სანახავად - ფარისევლობა ნომერი 3. მინდა მას შევახსენო, თუ რელიგიურ ტრადიციებზეა საუბარი, სავლე ნამდვილად გახდა პავლე, უბრალოდ პავლე იყო სავლეს გაგრძელება და არა სავლეს უარყოფა. იქამდე ნუ მივა მიხეილ სააკაშვილი რომ თავის თავის უარყოფა მოახდინოს. მას ბევრი დამსახურება ჰქონდა და ის, როგორც სახარებაშია ნათქვამი, ამ მარგალიტებს აბნევს და რჩება ვასაძის და ივანიშივლის რიტორიკის ამარა. ისევ ვინეორებ ეს არის ძალიაან სამწუხარო“, - განაცხადა გიგი უგულავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics