15:40 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-28 22:46:07, 2255 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანი რუსეთთან ფრენების აღდგენაზე - ეს მისასალმებელია

უმრავლესობის დეპუტატი გაგა კახიანი მისასალმებელს უწოდებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებას ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.

როგორც გიორგი კახიანმა ტელეკომპანია „იმედის“ შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა, თავის დროზე ის გადაწყვეტილება, რომელიც მათ მიიღეს ფრენების შეწყვეტასთან დაკავშირებით, სრულიად გაუგებარი და გაურკვეველი იყო. 
„დღეს თუ მათ შეიცვალეს თავის პოზიცია, ეს მისასალმებელია, რადგან ეს უკავშირდება ჩვენს ქვეყანაში ტურიზმის განვითარებას. რაც უფრო მეტი ტურისტი შემოვა რუსეთიდან, ბუნებრივია, ეს ჩვენს ინტერესებშია, რადგან ამ სექტორის უკან დგას ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი, ამიტომ, თუ ეს განცხადება ცხოვრებაში განხორციელდება და იმედია, ეს ასეც იქნება, ჰაერზე არ კეთდება ასეთი განცხადებები, ეს მხოლოდ მისასალმებელი შეიძლება იყოს“ - განაცხადა გიორგი კახიანმა. 
ამასთან, მისი თქმით, არსებობს წითელი ხაზი, რომელსაც არაფერი შეცვლის. 
„ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზი, რომელსაც არაფერი შეცვლის. ნებისმიერი ქმედება, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის დეოკუპაციისკენ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ, ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ და ამ გზაზე გამოვიყენებთ ნებისმიერ შანსს“ - განაცხადა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის წარმომადგენელი ქადაგიშვილი - ოპოზიციის ბრმა მორჩილება უცხოეთის მიმართ საზოგადოებაში აპათიას იწვევს
სამადაშვილი - დუმილითა და უმოქმედობით ოცნება ანექსიის პროცესს ხელს უწყობს
ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღეს, საპატრიარქო ოჯახის დღედ აცხადებს, შიო III სამებაში წირვას აღავლენს
ფილფანი - „ოცნებამ“ საზოგადოება სოციალური ნიშნით გაყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics