|
2019-09-26 23:27:45, 2815 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ გორში მომხდარი რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულისთვის უვადო პატიმრობა ძალაში დატოვა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი და გორში მომხდარი რვა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულის ი.ნ. -ს მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, უცვლელად ძალაში დატოვა. ი.ნ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 ოქტომბერს ქ.გორში, მუსხელიშვილის ქუჩაზე მდებარე მშენებარე საცხოვრებელ სახლში, ი.ნ.-მ ცეკვის გაკვეთილზე მიმავალი რვა წლის გოგონა შეიტყუა, ისარგებლა მისი უმწეო მდგომარეობით და მასთან სექსუალური ქმედება განახორციელა. ჩადენილი დანაშაულის დაფარვის მიზნით, ი.ნ.-მ არასრულწლოვანს მკვრივი-ბლაგვი საგნით თავისა და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები მიაყენა და ხელებით გაგუდა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ, ი.ნ.-მ გოგონას გვამი ქ.გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადამალა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)