14:26 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 22:48:14, 1881 ნახვა

პოლიტიკა
დავით ზალკალიანის განცხადებით სერგეი ლავროვთან შეხვედრა არ უნდა განვიხილოთ როგორც რაიმე ფორმატების ცვლილება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე ცალსახად დაფიქსირდა რომ რუსეთის ფედერაციასთან კომუნიკაცია უკვე არსებული ფორმატებით გრძელდება და ფორმატების ცვლილებაზე საუბარი არ ყოფილა. „ეს შეხვედრა არ უნდა განვიხილოთ ფორმატების ცვლილებად, ვთანხმდებით იმაზე, რომ  რომ ფორმატები გრძლდება და ეს აღინიშნა, იცით რომ  ჟენევის მოლაპარაკებების კუთხით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან არის გარკვეული ცვლილებები  წარმომადგენელთან დაკავშირებით და მე მივიღე რწმუნება, რომ ეს ფორმატები (ჟენევა და ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი) იმ ჩარჩოებში და იმ მექანიზმებში,  როგორც აქამდე არსებობდა გაგრძელდება“-ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტთან შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.  მისი თქმით ოქტომბრის დასაწყისში გაიმართება ჟენევის მოლაპარაკებათა მომდევნო რაუნდი და ეს შეხვედრა გვაჩვენებს იქნება თუ არა კონსტრუქციული მიდგომები. 


„ჟენევის უახლოესი შეხვედრა ოქტრომბრის დასაწყისში გაიმართება, საქართველოს დელეგაცია წარმოდგენილი იქნება ისე, როგორც იყო აქამდე,  გვაქვს რწმუნება რომ რუსეთის მხრიდანაც იგივე დონე იქნება შენარჩუნებული.  ეს პირველი შეხვედრაც გამოაჩენს,  რომ თუკი მათი მხრიდან ჩვენ დავინახეთ, იმ თემატიკაზე, რაზეც არის ჟენევა დაფუძნებული შემხვედრი , კონსტრუქციული ნაბიჯები, ეს იქნება მნიშვნელოვანი წინსვლა და შესაძლოა, რომ  ჩვენ ვისაუბროთ პროგრესზე“-განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე მომავალ გეგმებზე ან შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.

შეგახსენებთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შვეიცარიის კონფედერაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის შეხვედრა.

შეხვედრაზე ქართული მხარის მიერ დაისვა საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციის საკითხი,  საუბარი შეეხო არსებული უსაფრთხოების გარემოსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებული პროცესებს, ასევე  საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში არსებულ პრობლემურ საკითხებს.​





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics