14:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-26 17:46:53, 1976 ნახვა

პოლიტიკა
„ნუ იჯგიმები“ – „ჩემს მოთმინებას ნუ ცდი“ - ეკა ბესელია და ანრი ოხანაშვილი ერთამენთს სიტყვიერად დაპირისპირდნენ

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მირანდა ერემაძეს უსმენენ, კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა.

ამჯერად დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს სიტყვიერად დაუპირისპირდა.

ხმაური სხდომაზე ეკა ბესელიას გამოჩენამ გამოიწვია, რომელმაც განცხადების გაკეთებისთვის მიკროფონის ჩართვა სთხოვა, რაზეც ოხანაშვილმა უპასუხა, რომ თუ ბესელია კიდევ ერთხელ ჩაშლიდა სხდომას, ის იძულებული გახდებოდა მისთვის დარბაზი დაეტოვებინა

„პატივი ეცით პროცესს, მოსამრთლეობის კანდიდატია წარმოდგენილი და თქვენ კოლეგა სვამს შეკითხვას, თქვენ მოგვარგოთ წესები?! ჯერ დაასრულებს კანდიდატი სიტყვას და მერე მოცემთ საშუალებას განცხადება გააკეთოთ. უხერხულია.  თუ არ იცავთ წესებს, მაშინ რეგლამენტი მოქმედებს. გაფრთხილებთ, რომ დაიცვათ წესი და დაემორჩილოთ პარლამენტის რეგლამენტს“, - მიმართა ოხანაშვილმა ბესელიას.

თავის მხრივ დამოუკიდებელმა დეპუტატმა აღნიშნა, რომ მის მოთმინებას ნუ გამოცდიდნენ.

„რას მაფრთხილებ, გამყვან დარბაზიდან თუ რას გააკეთებ?! მე გაფრთხილებ რომ მოიქცე წესიერად და მე თუ გაფრთხილებ ე.ი. გამკეთებელიც ვარ და არაფრის თავი რომ არა გაქვს, ნუ იჯგმები“, - უპასუხა ბესელიამ.

სიტყვიერი დაპირისპირება გაგრძელდა და ოხანაშვილმა ბესელიას მოუწოდა რეგლამენტი დაეცვა.

„გააკეთეთ რისი გაკეთებაც გინდათ, ნუ იმუქრებით, წესიერად მოიქეცით. განცხადებას გააკეთებთ მაშინ, როცა სხდომის თავმჯდომარე ჩათვლის საჭიროდ. ქუჩაში არ ვართ, პარლამენტის რეგლამენტს ვიცავთ და პატივი ვცეთ. თქვენ არ ხართ გამონაკლისი“, - მიმართა ოხანაშვილმა.

საბოლოოდ ეკა ბესელიას განცხადების გაკეთების საშუალება მაინც მიეცა:

„პირველი რაც  მინდა, რომ გაფრთხილების სახით გითხრა, პირადად შენ, რომელსაც მიჰყავს ეს სხდომა და ახლა ნუ დამიწყებ საუბარს, რომ თქვენობით მოგმართო, როგორც ბექა ნაცვლიშვილის ელაპარაკებოდი გუშინ. კეთილი ინებე და ეს პროცესი უზრუნველყავი ისე, რომ ეს პროცესი წარიმართოს მშვიდად. ამისი უზრუნველყოფა უნდა მოახდინო. არა პროვოკაციული ქცევებით, არამედ ნორმალური წესებით. როცა არის ამის წინაპირობა, ჩვენგანაც არის ადეკვატური პოზიცია. ამიტომ მე პირადად გაფრთხილებ, რომ წაიყვან ამ პროცესს ნორმალურად. ამ ქვეყნის მომვლისთვის იმდენი ვიბრძოლეთ ჩვენ რომ აქამდე მოგიყვანეთ. მანდ რომ ზიხარ, ჩვენი დამსახურებით ზიხარ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩემს მოთმინებას თქვენ  ნუ ამოწმებთ. არ ვაპირებ პროვოკაციების მოთმენას. მიკროფონის გარეშე მიაყენებ ადამიანს შეურაცხყოფას თუ მიკროფონით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მე დიდი გამოცდილება მაქვს ბრძოლის“, - აღნიშნა ბესელიამ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დაპირისპირება ამოწურულია.

 

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სააკაშვილი: ჩვენ გვჭირდება ადამიანები სტრატეგიული ხედვითა და დიდი გამბედაობით
გარდაბანში ავარიის შედეგად 8 ადამიანიდან 7 ადგილზე დაიღუპა, ერთი კრიტიკულ მადგომარეობაშია - ვიდეო
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics