2019-09-26 02:22:01, 1295 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო, რომელზეც აშშ-ის პრეზიდენტმა და პირველმა ლედიმ გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიაში მონაწილე მსოფლიო ლიდერებს უმასპინძლეს. ოფიციალური მიღება გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილე დელეგაციების ხელმძღვანელების პატივსაცემად, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება. დონალდ ტრამპს საჩუქრად წიგნი “რელიგიები საქართველოში“ გადაეცა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან