13:25 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-25 16:47:51, 1558 ნახვა

პოლიტიკა
ვასაძე - კრამერთან დაპირისპირების დროს ოთახში ერთადერთი კაცური კაცი ირმა ინაშვილი აღმოჩნდა

„ნებისმიერი უცხოელის წინაშე ჩვენი მონობა და სიფარჩაკე სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა, რა სირცხვილია, - ამ სიტყვებით ფაშისტური დაჯგუფების ლიდერი და ბიზნესმენი ლევან ვასაძე თბილისში საერთაშორისო პრესკონფერენციაზე „პატრიოტთა ალიანისის“ ლიდერისა და  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწე დევიდ კრამერს შორის მომხდარ დაპირისპირებას გამოეხმაურა.

როგორც ვასაძემ ვიდეო-მიმართვაში აღნიშნა, კრამერისა და პრესკონფერენციაზე დამსწრე ქართველი მამაკაცების ქცევა მისთვის მიუღებელია.

მისივე თქმით, მას უცხოელი მეგობრები და ნაცნობები დაუკავშირდნენ და აღნიშნული ინციდენტის გამო შეშფოთება გამოხატეს.

„როცა 9 წლის ვიყავი, ჰოლივუდში  რობერტ ბენტონის ფილმი გამოვიდა „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“. ფილმმა 5 ოსკარი მიიღო და ჩვენ მას ბუნებრივია „კრამერ პროწივ კრამერას“ ვეძახდით რუსულ ყაიდაზე, ე.წ. „სვეცკი“ თბილისში. გენიალური მერილ სტიპისა და თითქმის გენიალური  დასტინ ჰოფმანის საოჯახო დრამა, „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ დაშორებისა და ერთადერთი შვილის ვერგაყოფის გამო სასამართლო პროცესით, მახსენდებოდა, როცა ვუცქერდი ირმა ინაშვილზე გაწეულ კრამერს. აქაც „კრამერ პროწივ კრამერა“ გამოვიდა, რადგან ამ მეათეხარისხოვანმა ნაჩინოვნიკარმა, ამეროლიბერასტმა მხოლოდ თავის თავსა და სამწუხაროდ, თავისივე ქვეყნის იმიჯს დაუშავა საქართველოში, თავისი უმსგავსო საქციელით. მისი საქციელის კომენტირებას არ დავიწყებ, მე მგონი, ამ დღეებში უკვე საკმარისად ითქვა ჩვენი საზოგადოების მხრიდან, მაგრამ იქ დამსწრე ქართველი მამაკაცების, თუ „ნაც-ქოცების“ საქციელი ნამდვილად მინდა, ცოტა განვიხილო. ყველა ჩემმა უცხოელმა ნაცნობმა, ვინც ამ მასხარას კადრები ნახა, მომწერა, რა გჭირთ ქართველებსო. ქართველმა ებრაელმა მეგობარმა, ისრაელში ვინმე ჩვენს დეპუტატს რომ ვინმე უცხოელმა ასეთი რამე აკადროს, პანღურებით გამოვაგდებთო. არაბმა შემახსენა, როგორ ესროლეს თვით ამერიკის მოქმედ პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშ უმცროსს თავში ფეხსაცმელი ქვეყნის შეურაცხყოფისთვის და როგორ ჩაჯდა სიამოვნებით ამის მაქნისი არაბი ჟურნალისტი ციხეში, როგორ გახდა ის ეროვნული გმირი ერაყში და როგორ დაუდგეს ამის გამო მშობლიურ ქალაქში ძეგლი. ფრანგმა მეგობარმა თავზე ხელშემორტყმული ადამიანის „სტიკერები“ გამომიგზავნა ტელეფონით, იგივე ქნა ინგლისელმა ლორდმა მეგობარმა, რუსმა მეგობარმა კი მკითხა, კაცები აღარ დაგრჩათ პოლიტიკურ პარტიებშიო?! მე მგონი, ნებისმიერი უცხოელის წინაშე ჩვენი მონობა და სიფარჩაკე სამწუხაროდ, უკვე მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა რა, სირცხვილია. იმაზე რომ აღარაფერი ვთქვა, რომ ქვეყანაში ყველაზე უსირცხვილო ხალხის მიერ ინსპირირებულ უვადო აქციას „სირცხვილია“ ჰქვია. ეს კი ნამდვილად სირცხვილია. ყველაფერი ყირაზე გვიდგას. უღირსობა საუბრობს ღირსებაზე. მონა მოძრაობს თავისუფლებაზე და ეროვნულ ხალხს მონას ეძახის. მოძალადე გმობს ძალადობას. მეძავი მეძავობას. მამათმავალი კი არაკაცულ საქციელს. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოსტმოდერნის აბსურდში. ყველაფერში მაგრები ვართ ქართველობის გარდა“, - აღნიშნა ლევან ვასაძემ.

მისივე შეფასებით, „საკონფერენციო ოთახში ერთადერთი კაცური კაცი მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა“.

„იმ საკონფერენციო ოთახში ერთადერთი კაცური კაცი მხოლოდ ირმა ინაშვილი აღმოჩნდა, რომელიც ცოტა ხანს ამ ჩვენს დედალ კაცებს ელოდა იქნებ გამომესარჩლონო და მერე თვითონ მოიშორა მასზე ხელების მოთათუნე ინდაური. ეს იყო საოცრად სიმბოლური გამოვლინება ამ მონების ფსიქოლოგიისა, რომლებიც ჩვენ გვეძახიან მონებს და გაგრძელება იმ ცირკის სერიალისა, სადაც უკვე მოწიფული ასაკის ქართველმა დეპუტატმა ემზარ კვიციანმა დიდხანს უთმინა უკიდურესი პირდაპირი შეურაცხყოფა მასზე მიმხდარ ჯეელებს და მერე მთელი მათი დაფშტვენილი ახალგაზრდობა გაბერტყა მარტოდ მარტო. მერე ეს ზრდასრული ახალგაზრდა მამაკაცოიდები აწიკვინდნენ ბავშვებს რატომ გვირტყამო“, - განაცხადა ვასაძემ ვიდეო მიმართვაში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics