|
2019-09-20 18:59:12, 3034 ნახვა
სამართალი
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიისა და ტრეფიკინგის გახსნილ დანაშაულს ევროპოლი ეხმაურება
ევროპოლი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრის დაკავების შესახებ ვებ-გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. „ავსტრალიის, საქართველოსა და აშშ–ს სამართალდამცავმა და პროკურატურის ორგანოებმა, ევროპოლის მხარდაჭერით, გამოავლინეს ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელი, რომელიც ჩართული იყო ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასალის დამზადებასა და გავრცელებაში. ბოლო თვის განმავლობაში საქართველოს პოლიციამ დააკავა დანაშაულებრივი ჯგუფის 11 სავარაუდო წევრი, მათ შორის იმ ფოტოგრაფიული სტუდიის მეპატრონეები და თანამშრომლები, სადაც ხდებოდა ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასალის დამზადება. დაკავებულ ეჭვმიტანილთა შორის იყვნენ ასევე აშშ–სა და ავსტრალიის მოქალაქეები. ქართველ თანამზრახველთა დახმარებით, ისინი ახდენდნენ საქართველოში, კერძოდ თბილისში მდებარე დაქირავებულ ბინებში ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი გამოსახულებების დამზადებას. ბავშვებზე ძალადობის შემცველი, დამზადებული მასალების შემდგომი გავრცელება ხდებოდა ამავე დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა მოახდინა 8–14 წლის ასაკის 10–მდე გოგონას იდენტიფიცირება, რომლებიც არიან ამ ქსელის მსხვერპლები. გოგონათა ნაწილის მსხვერპლად ქცევა განხორციელდა მათი მშობლების თანხმობით, 500–დან 3000 ლარამდე (დაახლოებით 150–დან 900 ევრომდე) თანხის სანაცვლოდ. საქართველოს პოლიციამ, ევროპოლის მხარდაჭერით, განახორციელა ჩხრეკა უკანონო ფოტოსალონებში და ამოიღო კომპიუტერები, დისკები და მეხსიერების ბარათები, რომლებიც შეიცავდა ბავშვებზე სექსუალური ძალადობის გამოსახულებებსა და ვიდეოებს. ამოღებულ იქნა ასევე ძვირფასი კამერები, განათებისა და კომპიუტერული აღჭურვილობა. ევროპოლმა აღნიშნულ გამოძიებას დახმარება აღმოუჩინა ინფორმაციის უსაფრთხო გაცვლის გაადვილების, ოპერატიულ–ანალიტიკური და ოპერატიულ–სამძებრო მხარდაჭერისა და ოპერატიული ღონისძიებების ადგილზე მხარდაჭერის მიზნით ორი ექსპერტის მივლენის გზით“.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)