|
2019-09-20 14:22:27, 1106 ნახვა
პოლიტიკა
ციხელაშვილი - მავთულხლართები ისევე დაინგრევა, როგორ ბერლინის კედლები
„დროა, რომ გავაცნობიეროთ ყველამ, ეს კედლები, ხელოვნური ბარიერები არ არის მდგრადი ფორმა, მით უფრო 21-ე საუკუნეში და ვერც ეს მავთულხლართები შესძლებს, რომ სამუდამოდ დაააკვოს ადამიანების განვითარების ბუნებრივი სწრაფვა უკეთესი განვითარების პერსპექტივისკენ“, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში პლენარული სხდომის დროს განაცხადა. მინისტრმა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს მიმართა, რომ ე.წ. გამოყოფ ხაზზე აღადგინონ მიმოსვლა. „ჩვენ ვეღარ შევცვლით საუბედუროდ წარსულს, მაგრამ დღეს ვდგამთ ნაბიჯებს მომავლისაკენ, რომელიც აუცლებლად გულისხმობს ნაბიჯებს დიალოგისკენ, ნდობისკენ, შერიგებისკენ. ეს არ არის მარტივი ამოცანა, მით უფრო ჩვენ დღეს კილომეტრობით მავთულხლართები გვაშორიშორებს, მაგრამ ეს არის სრულიად უალტერნატივო გზა და მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული რომ ეს არის წარმატებული გზა, იმიტომ რომ აქ არის ორი წინაპირობა - პირველი, დაშორიშორებისა და გარკვეული გაუცხოვების მოუხედავად, კიდევ უფრომ მეტია საერთო ჩვენს საზოგადოებებს შორის და მეორე, მავთულხლართები და ხელოვნური კედლები იშლება. ამას გვაჩვენებს ისტორია და ამ ამას შეგვახსენებს კიდევ ერთი მოახლოებული თარიღი, ჩვენთვის განსაკუთრებით სიმბოლური 3 ოქტომბერი გერმანიის გაერთიანების დღე. წელს აღინიშნება ბერლინის კედლის დაცემიდან 30 წლისთავი. მაშინაც და ახლაც ხელოვნური კედლები ემსახურებოდა გავლენების სფეროების შემოფარგლისა და შენარჩუნების ამოცანას, ამას ასევე ვხედავთ ჩვენ საქართველოში, ჩვენს სამეზობლოში. რუსული სცენარი და მიზნები გახლავთ ერთიდაიგივე და რაც ალბათ ყველაზე მტკივნეულია ყველგან, ყველაზე მეტად ზარალდება ადგილზე მცხოვრები ადამიანები განურჩევლად მათი ეთნიკური კუთვნილობისა. კარგად გვესმის, რომ ნებისიერი პროვოკაციული მოქმედება ექნება მას ხელოვნური დაბრკოლებების მშენებლობის ფორმა, ჩვენი მოქალაქეების უკანონო დაკავების ფორმა, გადაადგილების შეზღუდვისა თუ ხშირად საინფორმაციო პროპაგანდის ფორმა, ძალიან მძიმე შემთხვევებში ჩვენი თანამოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფორმა, რომელიც ჩვენი 4 ახალგაზრდა თანამოქალაქის დროს მოხდა, ეს ყველაფერი არის ადამიანის წინააღმდეგ მიმართული ზომა და არის დაშორიშორების სტრატეგიის ნაწილი. ასეთი ნაბიჯია ისიც, რომ დღეს, მე როცა ამ ტრიბუნიდან ვსაუბრობ, ფაქტობრივად სრულ იზოლაციაში გახლავთ მოქცეული ცხინვალის რეგიონი. გადაკეტილი გახლავთ ე.წ. გადასასვლელი პუნქტი ახალგორის მიმართულებით და რამდენიმე ასევე შეფერხებულია სრულად მოძრაობა პერევის მონაკვეთზე. მე ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო მათ, ვინც არიან ამ გადაწყვეტილების თანამონაწილე, რომ არა სამართლებრივი ან პოლიტიკური მოსაზრებით, პირველ რიგში, მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე გადაიხედოს ეს გადაწვეტილება, რადგან ეს ეწინააღმდეგება ჰუმანურობის უნივერსალურ პრინციპებს და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს“, - აღნიშნა სახელწიფო მინისტრმა.
მისივე ინფორმაციით, მავთულხლართების გასწვრივ მცხოვრები ოჯახების საჭიროებებზე მუდმივი რეაგირება ხდება. „ჩვენი ყოველდღიური ძალისხმევა არის მიმართული იქითკენ რომ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლებს როგორმე შევუმსუბუქოთ ყოველდღიური ყოფა დ დავიცვათ მათი უფლებები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ხშირად ჩვენ ვაწყდებით კედლებს. მაგრამ ალბათ დროა, რომ გავაცნობიეროთ ყველამ, ეს კედლები, ხელოვნური ბარიერები არ არის მდგრადი ფორმა, მით უფრო 21-ე საუკუნეში და ვერც ეს მავთულხლართები შესძლებს, რომ სამუდამოდ დაააკვოს ადამიანების განვითარების ბუნებრივი სწრაფვა უკეთესი განვითარების პერსპექტივისკენ და ის ისევე დაინგრევა, როგორც ბერლინის კედლები 30 წლის წინ“, - აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.
15-16 მაისს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი - სააგენტოს გაფრთხილება
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)