|
2019-09-20 12:19:47, 1569 ნახვა
სამართალი
ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის საქმეზე - პროკურატურაში ორჯერ გამომკითხეს, პასუხისმგებლობას არ გავექცევი
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძის განცხადებით, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურაში ორჯერ იმყოფებოდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებს აღნიშნულ ღამეს არანაირი იარაღი მითუმეტეს ლეტალური არ გამოუყენებიათ. „პროკურატურას აინტერესებდა ჩვენ რა დონეზე ვმონაწილეობდით და ვიყავით ჩართულები, ასევე პირადად, ჩემთან ჰქონდათ კითხვები. პარლამენტის შენობა არის სახელმწიფო დაცვის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი. მე მითითებებს მხოლოდ და მხოლოდ გავცემდი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლებისთვის. მე სროლაზე ბრძანებას საერთოდ არ გავცემდი. ის რომ სახელმწიფო დაცვის თანამშრომელები განლაგებულები იყვნენ შესასვლელთან, ეს ასე იყო და ასე იქნება. სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი, მე მონაწილეობას ყოველთვის მივიღებ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაში. ჩემი სამსახურის თანამშრომლებს არანარი იარაღი, მითუმეტეს ლეტალური არ გამოუყენებიათ. გამოძიებამ ყველანარი პასუხი უნდა გასცეს საზოგადოების კითხვებს. არავინ არ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე. პროკურატურაში 2-ჯერ ვიყავი და ყველა მათ შეკითხვას პასუხი გავეცი, რაც შეეხება პოლიტიკურ შეფასებებს, მე არ მაქვს ასეთ საკითხებზე ლაპარაკის უფლება“, - აღნიშნა ანზორ ჩუბინიძემ.
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
რუსთავის მუნიციპალური ავტობუსების ეკრანებზე პორნოგრაფიული შინაარსის ვიდეო ჩაირთო
იოსელიანი სამორინეებზე - ბევრი ფული შემოვა თუ ცოტა, არ არის არგუმენტი, იმხელაა ზიანი
„გამომყევი აჭარაში“ ბიუჯეტს 440 ათასი ლარი დაუჯდა, დაჯილდოება უკანონოდ აშენებულ რესტორანში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)