2019-09-19 10:52:39, 1237 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა უმრავლესობა „ცუდად“ აფასებს - NDI-ის კვლევა
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 40% პრეზიდენტის საქმიანობას „ცუდად“ აფასებს.
უფრო კონკრეტულად კი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას გამოკითხულთა 36% „საშუალოდ“, 12% „კარგად“ აფასებს, ხოლო 12%-მა არ იცის პრეზიდენტის საქმიანობის შესახებ.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან