12:21 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-18 14:42:30, 1930 ნახვა

პოლიტიკა
„ახალგაზრდა ადვოკატები“: შეწყალებაზე მორატორიუმი შეცდომის აღიარებაა და უნდა გაირკვეს, ვინ დაუშვა შეცდომა პრეზიდენტამდე

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელი, არჩილ კაიკაციშვილი საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტზე საზოგადოებრივ კრიტიკას უერთდება და პრეზიდენტის ადმინისტრაციასმოუწოდებს გამჭვირვალე, ღია და ხელმისაწვდომი გახადოს პასუხისმგებელ პირთა წრე, რომელმაც მიზანშეწონილად მიიჩნია 28 აგვისტოს შეწყალების სიაში განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებული პირებიც მოხვედრილიყო. 

არჩილ კაიკაციშვილის განცახდებით, პრეზიდენტის საჯარო განცხადება შეწყალების პროცესზე გამოცხადდეს მორატორიუმი, დაიწყოს შეწყალების კრიტერიუმებზე მუშაობა და დაიხვეწოს პროცედურები, პრობლემის მიმართ სწორი დამოკიდებულებაა, წარმოადგენს საზოგადოების რეაქციაზე დროულ პასუხს და პრეზიდენტის მხრიდან დაშვებული შეცდომის აღიარებას, თუმცა საზოგადოებას საკითხთან მიმართებით გააჩნია სხვა შეკითხვები და ისინი უპასუხოდ არ უნდა დარჩეს. 

მნიშვნელოვანია, საჯარო გახდეს პასუხისმგებელი პირები, რომლებმაც შეწყალებაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წარდგენილი განცხადებები შეისწავლეს, შეისწავლეს მსჯავრდებულთა შესახებ სასამართლო გადაწყვეტილებები, მოამზადეს რეკომენდაცა შეწყალებაზე უარის თქმის ან/და თანხმობის შესახებ, სია ხელმოსაწერად წარუდგინეს პრეზიდენტს, ვინაიდან გამოირიცხოს თითოეულ საქმეზე ლობირების ნიშნები თუ სავარაუდო კორუფცია. 

„დღეს პრეზიდენტის განცხადება შეეხებოდა მომხდარზე პირადი პასუხისმგებლობის აღებას, რაც პოლიტიკურ, სამართლებრივ, დიპლომატიის ენაზე სწორი ქმედებაა, მაგრამ დავინახეთ იმ ადამიანების თანამონაწილეობის საკითხიც, ძირითადად, იურიდიული განათლების მქონე ადმინისტრაციაში დასაქმებული პირების, რომელთა პასუხისმგებლობაც გამოკვეთილია თითოეული მსჯავრდებულის შეწყალებაზე წარდგენილი განცხადების შესწავლისა და რეკომენდაციის თვალსაზრისით. აღნიშნული იგრძნობოდა პრეზიდენტის ირიბ შეფასებებშიც, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა არ გადაანაწილა. სამწუხაროდ, ამ ადამიანებმა, პრეზიდენტს და პრეზიდენტის ინსტიტუტს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს და მათი თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაისვას. პრეზიდენტის ინსტიტუტი უნდა იყოს გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული, საზოგადოების ყველა ჯგუფთან დიალოგი უნდა იყოს შეუქცევადი. სადაც გამჭვირვალობას ანგარიშვალდებულება არ მოსდევს, ჩნდება კორუფცია და პირადი გამორჩენის სურვილი, რაც ჩვენი დღევანდელი ამოცანებისთვის, შეუთავსებელია“ - აღნიშნავს არჩილ კაიკაციშვილი. 

მისივე თქმით, არავინ დავობს იმაზე, რომ შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებამოსილებაა, შეწყალება წარმოადგენს ჰუმანურ აქტს, მაგრამ პროცესი ვერ იქნება უკონტროლო. შეწყალების პროცესი უნდა პასუხობდეს საზოგადოების უსაფრთხოებისა და ფუნდამენტური უფლებების (სიცოცხლის უფლება) ხელყოფისთვის მნიშვნელოვან დათქმებს. შესაბამისად, საჭიროა დაჩაქრებული წესით დაიწყოს და პოლიტიკური ჯგუფებისა თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციების, სპეციალისტების აქტიური მონაწილეობით წარმოდგენილ იქნეს შეწყალების ახალი წესი და მისი განჭვრეტადი კრიტერიუმები. შეწყალების ახალი კომისია დაკომპლექტდეს საზოგადოებისთვის სანდო, გამოცდილი და დარგის სპეციალისტებით. 





ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics