|
2019-09-18 13:19:59, 11048 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი 12 წევრი წარადგინა
"თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის "ლელოს" პირველი 12 წევრი წარადგინა, - ამის შესახებ ხაზარაძემ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მოძრაობაში შევლენ: იურისტი და საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი ლანა გალდავა, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ესპერტი და კონსტიტუციონალისტი ლევან ბოძაშვილი, ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი თეონა დოლენჯაშვილი, ყოფილი პრეზიდენტის მრჩეველი და იურისტი კახა კოჟორიძე, ფილოლოგი/ელინისტი მედეა მეტრეველი, მხატვარი და სამხატვრო აკადემიის პროფესორი გია გუგუშვილი, იურისტი საბა ბუაძე, ეკონომისტი გიგლა მიქაუტაძე, ფილოლოგი და კორუფციის მკვლევარი ქეთი ენუქიძე, საერთაშორისო ურთიერთობის მეცნიერებათა დოქტორი ელენე მელიქიშვილი, ბიზნესმენი გია მორდეხაშვილი, ეკონომისტი დავით გელაშვილი. ლანა გალდავა „მე წარმოდგენილი ვარ საზოგადოებრივ ორგანიზაცია „ლელო“-ში როგორც იურისტი, ასევე, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი. დამთავრებული მაქვს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, ქალაქ მოსკოვის დიპლომატიური აკადემია, ასევე „ვიადრინის“ ევროპული უნივერსიტეტი. ვარ მრავალი კვლევის, სამეცნიერო ნაშრომების და მონოგრაფიების ავტორი. მაქვს სხვადასხვა უწყებებში საჯარო მოხელის სტატუსით სამუშაო გამოცდილება. მინდა მთელი ჩემი ცოდნა და ენერგია მოვახმარო ქვეყნის სტრატეგიულ განვითარებას“. ლევან ბოძაშვილი „მე პრაქტიკულად მთელი ჩემი ცხოვრება ვემსახურებოდი ჩემ ქვეყანას საჯარო სამსახურში. თანაშემწიდან მინისტრის მოვალეობის შესრულებამდე ყველა საფეხური მაქვს გავლილი. ჩემი განათლებაც და კვალიფიკაციაც ამ ყველაფერს ემსახურებოდა დაწყებული მაგისტრატურიდან, პროფესურიდან, ვარ ნიუ-იორკის უნივერსიტეტის მიწვეული პროფესორი, ოქსფორდის უნივერსიტეტიდან, ევროპის კოლეჯიდან და ასე შემდეგ. მაქვს დიდი გამოცდილება როგორც საჯარო სამსახურში, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის. ვარ უსაფრთხოების ექსპერტი და კონსტიტუციონალისტი“. თეონა დოლენჯაშვილი „მე გახლავართ მწერალი, პროფესიით ჟურნალისტი, კინორეჟისორი. ვარ სამოქალაქო აქტივისტი, მიმუშავია სხვადასხვა უწყებებში საზოგადოებრივი ურთიერთობის სამსახურში. ვარ ბევრი წიგნის ავტორი, პრემია „საბას“ ორგზის ლაურეატი და მრავალი ლიტერატურული პრიზის მფლობელი. ჩემი წიგნები ნათარგმნია და გამოცემულია საზღვარგარეთ, ევროპის ქვეყნებში. იმედი მაქვს, ჩემი შემოქმედება თუ სიტყვა საზოგადოებრივ მოძრაობასაც დაეხმარება“. კახა კოჟორიძე „მე გახლავართ პროფესიით იურისტი. მაქვს 14-წლიანი პროფესიული გამოცდილება, ვსწავლობდი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით ვსწავლობდი „ელისციში“, სადაც მაგისტრის ხარისხი მივიღე სამართალში. სხვადასხვა დროს სხვადასხვა თანამდებობაზე ვმუშაობდი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ვიყავი ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე. ვიყავი კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ თავმჯდომარე, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების მიმართულებით, სხვადასხვა უნივერსიტეტში ვკითხულობდი ლექციებს. ამჟამად ვარ ერთ-ერთი იურიდიული კომპანიის მმართველი პარტნიორი“. მედეა მეტრეველი „ვარ პროფესიით ფილოლოგი, ელინისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი. მაქვს გამოცდილება საჯარო სამსახურში მუშაობის უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში. 2014-2015 წლებში ვიყავი ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხემძღვანელი და ასევე ვხელმძღვანელობდი 2018 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს ძალიან წარმატებულ პრეზენტაციას, სადაც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, ქართულმა ლიტერატურამ თავისი ლელო უკვე დადო და წინ ძალიან ბევრი წარმატებები და პერსპექტივები აქვს ჩვენს ქვეყანას“. გია გუგუაშვილი „მე გახლავართ მხატვარი, სამხატვრო აკადემიის რექტორი, პროფესორი, დღეს კი საზოგადოებრივი მოძრაობის ერთ-ერთი ძალიან დიდი გულშემატკივარი“. საბა ბუაძე „მე ვსწავლობდი ნიდერლანდებში, ბრონინგემის უნივერსიტეტში. უკანასკნელი წლებია სამოქალაქო სექტორში ვმუშაობდი, სადაც კორუფციის და საჯარო მმართველობის კუთხით ვმუშაობდი და ვახორციელებდი კვლევებს. სხვადასხვა დროს ვმუშაობდი საჯარო სამსახურში, ასევე კერო იურიდიულ პრაქტიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში“. გიგლა მიქაუტაძე მე გახლავართ პროფესიით ეკონომისტი. უნივერსიტეტი დავამთავრე გერმანიაში. სხვადასხცვა დროს ვმუშაობდი როგორც კერძო ისე სახელმწიფო სტრუქტურებში. ბოლო წლები ვარ გადასახადების გადამხდელთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი. აისეტის მკვლევარი და ლექტორი აგრარულ უნივერსიტეტში“. ქეთი ენუქიძე „ჩვენ ამ ჯგუფში კორუფციის კიდევ ერთი მკვლევარი გვყავს, ოღონდ ფილოლოგი. მე დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვარ ლექსმცოდნე. რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომი მაქვს ამ მიმართულებით. რაც ყველაზე მთავარია, მე ვარ ორგანიზაციის „შეაჩერე კორუფცია“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. საკმაოდ დიდი რაოდენობის კვლევების ავტორი ამ სფეროში. ვფიქრობ, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სფეროა, რომელიც ძირს უთხრის საქართველოში ეკონომიკის და სახელმწიფოს განვითარებას. ამ მიმართულებით ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას“. ელენე მელიქიშვილი „მე ვარ საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერებათა დოქტორი ლონდონის kings college-ში. ვიკვლევ საგარეო პოლიტიკას, უსაფრთხოებას და პოლიტიკურ რისკებს, ასევე დისკურსებს. მიყვარს იდეების მოსმენა და აზრების ურთეირთგაზიარება“. გია მორდეხაშვილი „მე გახლავართ ბიზნესმენი. უკანასკნელი 27 წელი ვცხოვრობდი უცხოეთში. დავაარსე იქ ბევრი წარმატებული ბიზნესი. 1 თვის წინ, ოჯახთან ერთად გადავწყვიტე დაბრუნება საქართველოში, რადგან მჯერა, რომ ეს არის ძალიან პერსპექტიული ქვეყანა, რომლის განვითარებაც არის ჩვენი იდეა. გვინდა, რომ საქართველო გახდეს წარმატებული, ღირსეული და ძლიერი სახელმწიფო. ამისთვის მინდა გამოვიყენო ჩემი გამოცდილება და უნარები“. დავით გელაშვილი „მე გახლავართ ეკონომისტი, ეკონომიკის დოქტორი. ვმუშაობდი სახელმწიფო საჯარო სტრუქტურებში სხვადასხვა თანამდებობებზე. ახლა ვმუშაობ ერთ-ერთ მსხვილ კერძო კომპანიაში. ამ მოძრაობაში მონაწილეობის მიზანია ქვეყანაში ცვლილებები უკეთესობისკენ იმისთვის, რომ ხელისუფლება უსმენდეს საზოგადოების ხმას“. ამასთან, როგორც ხაზარაძემ ბრიფინზე აღნიშნა, მოძრაობის სხვა წევრებს ის ეტაპობრივად წარადგენს.
კიევის სასამართლომ ფულის გათეთრების საქმეზე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ანდრეი იერმაკი დააკავა
ტრამპმა და სი ძინპინმა პეკინში მოლაპარაკებები გამართეს
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
გარდაბანში ავარიას 5 ადამიანი ემსხვერპლა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)