10:00 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-17 12:56:03, 2231 ნახვა

პოლიტიკა
გოცირიძე „ოცნებას“: გახარია გვემუქრება და რეაგირება არ გაქვთ - ეს ნიშნავს რომ განადგურების გზაზე მიდიხართ

როცა გახარია განადგურებით გვემუქრება და რეაგირება არ გაქვთ, - ამ სიტყვებით ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ  პარლამენტის პლენარული სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს მიმართა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი თავად მიდის განადგურების გზაზე.

„ბატონო არჩილ თქვენ ახლა ახსენეთ, რომ ვიღაცა თურმე დეპუტატს განადგურებით დაემუქრა, მაშინ დააზუსტეთ ეს განადგურება რას ნიშნავს. პოლიტიკურ განადგურებაზე იყო საუბარი თუ ასე ვთქვათ, ჩამოხჩობაზე. აქ განადგურებით დაგვემუქრა ჩვენ გახარია თქვენი პრემიერ-მინისტრი, რომელმაც თქვა რომ გაგანადგურებთ და დაგამთავრებთო. როდესაც პრემიერ-მინისტრი მსგავს განცხადებას აკეთებს და ამაზე არავითარი რეაგირება არა გაქვთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თავად მიდიხართ განადგურების გზაზე“, - მიმართა გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობას.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics