|
2019-09-17 11:44:28, 1867 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის მინისტრი მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანს შეხვდა
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა მიგრაციის საკითხებში შვეიცარიის სახელმწიფო მდივანი მარიო გატიკერი მიიღო. შეხვედრას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილეები გოჩა ლორთქიფანიძე და ალექსანდრე ტაბატაძე, მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის სამდივნოს აღმასრულებელი მდივანი გიორგი ჯაში, აგრეთვე, შვეიცარიის მიგრაციის სახელმწიფო სამდივნოს წარმომადგენლები და შვეიცარიის ელჩი საქართველოში. მხარეებმა შეხვედრაზე არალეგალური მიგრაციის პრევენციის საკითხები განიხილეს. როგორც ცნობილია, შვეიცარიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყანათა სიაში შეიყვანა. გადაწყვეტილება ძალაში 2019 წლის 1 ოქტომბრიდან შევა. სწორედ ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შვეიცარიის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში. საქართველოსა და შვეიცარიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი 2017 წლიდან მოქმედებს. მისი შენარჩუნებისათვის საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. უსაფრთხო ქვეყნად აღიარების გადაწყვეტილებას შვეიცარია შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე იღებს: ადამიანის უფლებების დაცვა და პოლიტიკური სტაბილურობა, ამასთან, ითვალისწინებს ევროკავშირის და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) წევრი ქვეყნებისა და გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის შეფასებებს კონკრეტულ სახელმწიფოებთან მიმართებით. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის და შენგენის ზონის 20 ქვეყნიდან 15-მა (ბულგარეთი, საფრანგეთი, ლიხტენშტაინი, ავსტრია, ბელგია, ნიდერლანდები, ისლანდია, ლუქსემბურგი, ირლანდია, ესტონეთი, დანია, ჩეხეთი, კვიპროსი, სლოვენია, შვეიცარია) უკვე აღიარა საქართველო უსაფრთხო ქვეყნად, ხოლო გერმანიის მთავრობის მიერ 2018 წელს მიღებული ეს გადაწყვეტილება ბუნდესრატის (ფედერალური საბჭო) საბოლოო დამტკიცებას ელოდება. შვეიცარიის დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. იუსტიციის მინისტრის გარდა, დელეგაცია შეხვდა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს, დაგეგმილია შეხვედრა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)