10:00 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 15:11:12, 1272 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილი: სიტყვა „ოცნება“ გაგვიბანძეს - საქართველოში ძალაუფლება მეხუთე კოლონამ ჩაიგდო ხელში

მეხუთე კოლონამ საქართველოში ძალაუფლება ჩაიგდო ხელში - ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ - ან ჩვენ, ან ისინი, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ქართველ ახალგაზრდებთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ექს-პრეზიდენტმა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარება მიმოიხილა და აღნიშნა, რომ ქვეყნის სუვერენიტეტს სერიოზული საფრთხე ემუქრება.

„ახლა ახალგაზრდების როლი არის გადამწყვეტი. ჩემი აზრით, რაც უფრო ჩქარა ჩამოშორდება ეს ხალხი საქართველოს ხელისუფლებას, მით უფრო სწრაფად გადავარჩენთ საქართველოს. ის რაც მოხდა ამერიკის საელჩოსთან. ინაშვილმა ბევრი ხალხი მიიყვანა. რუსები ღიად დაგვცინიან უკვე. ამერიკას უმართავენ აქციებს საქართველოში. ამერიკას ეჯკავება მათი აგენტი ზურაბიშვილი. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ ამერიკის დამუკიდებლობას წერტილი დაესვას.  შემდეგი თვეები არის გადამწყვეტი. ესენი არიან ჩამოსაშორებლები. ესენი უნდა ჩამოგვეშორებინა ხელისუფლებიდან გუშინ, გუშინ წინ, სამი თვის წინ, ერთი წლის წინ, ხვალაც შეიძლება არ იყოს გვიან. მოსაშორებლები არიან ყველა მორალის ფარგლებში დასაშვები მეთოდით. მივმართავ ყველას, რეალურად აქ წყდება საკითხი, წყალსაც წაუღია ყველა პარტია, წყალსაც წაუღია ყველა, ვინც იძახის შემდეგი მე ვარო. მინდა ყველას გვესმოდეს, სად ვართ. გუშინ ყველა მეკითხებოდა, რატომ ხარ მოწყენილიო, იმიტომ, რომ სამშობლოს ვკარგავ. საქართველოს აქვს უდიდესი პოტენციალი. ზუსტად ვიცი, რომ იქნება უმაგრესი ქვეყანა, ზუსტად ვიცი, რომ იქნება წარმატებული, არ უნდა წამოვეგოთ არც ერთ პროვოკაციას. უნდა ვიყოთ მშვიდები, რუსებს საბაბი არ უნდა მივცეთ სამხედრო ჩარევის და არც სუვერენიტეტის გაუქმების ასეთი ფორმით. რუსეთმა რაც ვერ შეძლო 2008 წელს აკეთებს 2019 წელს. ივანიშვილის ინტერესი რა არის?! ივანიშვილმა იცის, რომ არჩევნები და ყველაფერი წაგებული აქვს, რაც არ უნდა ყირაზე დადგეს და ბარემ ბოლომდე გამოაცხადებს დიქტატურას. პრემიერად დანიშნა გახარია, რომელიც ღია აგენტია რუსეთის. ამერიკელებმა უთხრეს, არ დანიშნოთო, შემთხვევითი ხომ არ არის, ამერიკის ელჩი დანიშნეს მეორე დღეს, რაც გახარია წამოაყენეს. ძალიან მაღალ ტონში იყო საუბარი ამერიკის და ივანიშვილის წარმომადგენელებს შორის ამ თემაზე, რას აკეთებთ, თქვენ გიჟები ხომ არ ხართო, მაგრამ ეს ივანიშვილისთვის სულერთია. ივანიშვილისთვის ახლა მთავარია გადაირჩინოს თავი, ფიზიკურად, გადაირჩინოს თავი ქართველი ხალხისგან. ან ჩვენ ყველა ვმოქმედებთ, ან ჩვენ რუსეთის ულტიმატუმი საბოლოო ჯამში მიგვიყვანს წარმოუდგნელ კატასტროფამდე“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

ამასთან, მისივე განმარტებით, გაუგებარია, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის პატრიოტი ამერიკის საელჩოსთან აქციას მართავდეს.

„ჩვენი დრო აღარ არის. ახლა თქვენი დროა. ჩვენ უნდა გავხდეთ ნომერ პირველი რეფორმატორი, ისევ ყველაზე წარმატებული ქვეყანა. სიტყვა „ოცნება“ მოგვპარეს, „იმედი“ გაგვიბანძეს, „რუსთავი 2“- ი გააბანძეს. აღარ ვიცი რა სიტყვა ვიხმარო, რაღაც კოდირებული სიტყვები უნდა გამოვიყენოთ რადგან კლასიკური სიტყვები მოგვპარეს და გაგვიბანძეს. რაღაც კოდირების სიტყვა უნდა ვისწავლოთ, რადგან კლასიკური სიტყვები ყველა მოპარულია. ახლა კი ირმა ინაშვილმა გაგვიბანძა „პატრიოტი“ სიტყვა გაგვიბანძა. როგორ შეიძლება რომ საქართველოს პატრიოტი იყოს ამერიკის საელჩოსთან აქციაზე.  ჩვეულებრივად ღიად ხელში ჩაიგდო მეხუთე კოლონამ ძალაუფლება. ეს მხოლოდ პრელუდიაა საქართველოს დამოუკიდებლობის გაუქმების. ჩვენ ვართ თაობა, სადაც შეიძლება საქართველოს დამოუკიდებლობა დასრულდეს, ახლა ქმედებებია საჭირო და ბოლომდე უნდა წავიდეთ, ბოლომდე შევასრულოთ ახლა, ან ჩვენ ან ისინი. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics