10:00 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 14:37:29, 1401 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე უმრავლესობას - უკან გავიხმობთ დადგენილებას, თუ პირობას დადებთ, რომ თქვენ შემოიტანთ

 „რუსეთი თავის პოლიტიკას არ ცვლის, მიუხედავად იმისა, ჩვენ აქ ენას მოვუჩლექთ თუ არა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ოთარ კახიძემ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც „ევროპული საქართველოს“ დადგენილების პროექტს განიხილავენ, რომელიც რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

 როგორც კახიძემ აღნიშნა, ოპოზიცია უკან გაიხმობს აღნიშნულ დადგენილების პროექტს, თუ „ქართული ოცნება“ მას უკან დააბუნებს.

 „ჩვენ გვაქვს ძალიან საინტერესო მაგალითი ერთობლივი აქტის, რომელიც მივიღეთ, ეს არის „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“. ეს სია ჰაერში ხომ არ უნდა დარჩეს და სწორედ იმისთვის შემუშავდა, რომ  რუსეთმა გარკვეული პოლიტიკური ფასი გადაიხადოს, რასაც აკეთებს ოკუპირებ ტერიტორიებზე. ეს თუ არ გახდა საერთაშორისო სანქციების ნაწილი და ჩვენმა პარტნიორებმა ეს არ გამოიყენა და ჩვენმა მთავრობამ ამ მიმართულებით არ იმუშავა, მაშინ ხომ არ იქნება ეს ეფექტური მექანიზმი და რუსეთი პოლიტიკურ ფასს არ გადაიხდის ხომ?! ჩვენ ვამბობთ, რომ უფრო მეტად გააქტიურდეს ეს მუშაობა, უფრო ეფექტური გახდეს. საერთოდ რატომ არის ეს წინააღმდეგობა?! 9 აპრილის მერე ცეკა-ს ინსტრუქტორად რომ  დარჩა თქვენი უმრავლესობის ლიდერი, მისგან კი არ მიკვირს ეს განცხადება, მაგრამ თამარ ხულორდავასგან მართლა მიკვირს. საწინააღმდეგო რა გაქვთ?! რატომ არ უნდა იყოს ეს ყველა პარტიის საერთო დადგენილება. თუ გაქვთ რაიმე შესწორებები, შერბილება ტექსტის, რაღაც სათაური არ მოგწონთ, შევცვალოთ ეს სათაური, მაგრამ შინაარსი ხომ გასაგებია. ამ დადგენილებაში არაფერი პროვოკაცული არ არის. რუსეთი თავის პოლიტიკას არ ცვლის, მიუხედავად იმისა, ჩვენ აქ ენას მოვუჩლექთ თუ არა. ერთადერთი რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, ომს ვერ დავიწყებთ, ეს ბუნებრივია და ამას არავინ არ ითხოვს. მინდა ამ საკითხზე, რომელიც არის საერთო ეროვნული საკითხი, თქვენ კი არ უნდა იაროთ ვოლსკის ჭკუაზე, პირიქით, თქვენ უნდა მოახვიოთ თქვენი დღის წესრიგი ვოლსკის.  რა პრობლემა ამ რეზოლუციის მხარდაჭერა ვერ ვიგებ. მინდა გითხრათ, ჩვენ ამ დადგენილებას უკან გავიხმობთ, თუ დადებთ აქვე პირობას, რომ  „ქართული ოცნება“ უკან შემოიტანთ, დადებთ ამ პირობას?!“ - მიმართა კახიძემ კომიტეტის წევრებს.

ცნობისთვის, დადგენილების არსი სამ ფუნქტს ითვალისწინებს, კერძოდ:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანა;
  • ევროპის კავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
  •  




ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics