10:00 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 12:37:22, 1336 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ანაკლიის პორტს სერიოზული ინვესტორები სჭირდება, რომ არ ჰყავს ეს მისი პრობლემაა

 „არ არის კარგი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობისა და სპეკულირების საგანი“, - ამ სიტყვებით პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საზოგადოებრივი მოძრაობის „ლელოს“ დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეს გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქუტრის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა „ანაკლიის განვითარების კონურციუმიდან“ ინვესტორი გააქცია.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის რომ ანაკლიის პორტს სერიოზული ინვესტორები არ ჰყავს, ეს მისი პრობლემაა.

„ბევრ საოცარ რამეს ამბობს ხოლმე ამ ბოლო დროს მამუკა ხაზარაძე. წერილი, ოქმი და ასე შემდეგ. მოიტანოს და გვანახოს. საერთოდ მინდა, რომ ხაზგასმით ავღნიშნო, რომ არ არის კარგი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი, სტრატეგიული პროექტი ხდება პოლიტიკური ჭორაობისა და სპეკულირების საგანი. ჩვენ ყოვეთვის ვამბობდით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ანაკლია არ ეკუთვის არცერთ ფიზიკურ პირს, ანაკლია, როგორც ღრმაწყლოვანი პროექტი ეკუთვნის ქვეყნის განვითარებას და შესაბამისად, ყველა ცოტა უფრო პასუხისმგებლიანად უნდა მოექცეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროექტებს.

ანაკლიის პროექტი რომ წარმატებით განხორციელდეს, მას სჭირდება პასუხისმგებლიანი და სერიოზული ინვესტორები. რაც შეეხება, ვიღაცის ინტერესებს არ ვიცი ამაზე კიდევ რა შეიძლება რომ ვთქვათ. ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო ყველა თავის ვალდებულებას ასრულებდა და შეასრულებს. ანაკლიას პასუხისმგებლიანი, სერიოზული კერძო ინვესტორები სჭირდება, რომელიც სამწუხაროდ არ გვყავს. ეს არის ანაკლიის პორტის პრობლემა. სახელმწიფო უჭერდა და დაუჭერს მხარს. ბოლო ქმედებები, რომელიც კონსორციუმის მიერ იყო მიღებული, არასერიოზულია“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics