05:47 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 11:53:12, 1458 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - ვინმე კრამიერის უკმეხი საქციელი დაუკავშირო აშშ-ს, მავნებულურია

 „ვინმე კრამიერის აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი დაუკავშირო ამერიკის შეერთებულ შტატებს, მავნებულურია“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი „პატრიოტთა ალიანისის“ მიერ ამერიკის საელჩოსთან გუშინ გამართულ საპროტესტო აქციას.

 ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული აქცია გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული.

 „მე ვფიქრობ, რომ ეს აქციაც გამზნულია და გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული. თავისი შინაარსით არის მავლებლური, ვინაიდან არ შეიძლება ვინმე კრამიერის აბსოლუტურად შეუსაბამო საქციელი, დაუკავშირო ამერიკის შეერთებულ შტატებს. ამის მინიშნება კი აშკარად იგრძნობოდა გუშინ. აშშ ჩვენი მთავარი პარტნიორი ქვეყანაა და არანაირად არ არის დაკვშირებული კრამერის თუ ამ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელსა ან განცხადებებზე. ასე რომ მე ვფიქრობ, ეს საზოგადოებამაც კარგად გაიგო, თუმცა მცდელობა იმისა, რომ  ამერიკის შეერთებული შტატები გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან საქციელთან ამის მცდელობა აშკარად იყო“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics