10:00 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-16 11:40:18, 1202 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი: „ევროპული საქართველოს“ მხრიდან უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება არ წყდება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველოც“, დღემდე არ წყდება ქვეყნისა და საქართველოს მიმართ ზიანის მომტანი და უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ დღეს გამართულ ბრიფინიგზე განაცხადა.  

ვოლსკის თქმით, 7 წელია „ოცნება“ წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკიდაციითაა დაკავებული.

მისივე განმარტებით, ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა.

„საქართველოს გამთლიანება, რუსული ოკუპაციის დაძლევა და ქართველი ხალხის ევრო-ატლანტიკური რეალიზაცია მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული განვითარებით არის შესაძლებელი. გაცხადებული საგარეო პოლიტიკა, მისი რეალიზაციის შედეგები თვალსაჩინო და ხელშესახებია. იგულისხმება ურთიერთობები ნატო-სთან, აშშ-სთან, ევროლავშირთან და ყველა ჩვენს პარტინიორ ქვეყანასთან. თვალსაჩინოდ მეტია მიღებული რეზოლუციები და მხარდამჭერი აქტები საქართველოს ინტერესების გათვალისწინებით. ამ არჩევანის ერთგული იყო საქართველოს ხელისუფლება და მომავალშიც დარჩება პრინციპული, პასუხისმგებლიანი და თანმიმდევრული პოლიტიკის მომხრე. 7 წელია „ქართული ოცნება“  წინა ხელისუფლების მავნე პოლიტიკით გამოწვეული კატასტროფული შედეგების ლიკიდაციითაა დაკავებული. ერთ დროს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვადასხვა განშოების მხრიდან, იგულისხმება „ევროპული საქართველოც“ დღემდე არ წყდება ქვეყნისა და საქართველოს მიმართ ზიანის მომტანი და უკიდურესად სარისკო აქტივობების ინიცირება. მათი მიზანია გადაფარონ დანაშაულებრივი შეცდომები, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, გადაიხადოს საქართველომ. ხელისფულებაში ყოფნის დროს მათ არაერთხელ მოახერხეს და დაატეხეს ქვეყანას ჯერ ეკონომიკური სანქციები, შემდეგ კი, რუსეთის ჯარს შემოუძღვნენ საქართველოში. სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც თითქოს რუსეთისათვის პრობლემების შექმნას გულისხმობს და რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსათვის მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებულებისთვის არის გამიზნული. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციტივის ავტორებს. რადგან ესმით, სწორედაც ამ შედეგების გამოწვევა სურთ. საქართველო აღმასრულებელ ხელისუფლებას არ სჭირდება კარნახი, როგორ და რა გზით უზრუნველყოს ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მიღწეული არა მყვირალა და პიარეფექტზე გათვლილი, არამედ ხელშესახები პროგრესი ამ რთულ და წინააღმდეგობებით აღსავსე გზაზე. ჩვენ ამ კურსიდან გადახვევას არ ვაპირებთ. შესაბამისად, „ევროპული საქართველოს“ მავნე ინიციატივას, ქართველი ხალხისა და განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ჩვენი თანამოქალაქის დასჯის შესახებ, საქართველოს პარლამენტი მხარს არ დაუჭერს“, - აღნიშნა გია ვოლსკიმ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics