10:00 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-14 11:48:50, 2183 ნახვა

პოლიტიკა
კაპანაძე: ვაპირებთ კრიტიკას და არა ცილისწამებას, ამისკენ მოვუწოდებთ ენმ-ს და მასთან აფილირებულ ძალებს

„ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებულმა კოალიციამ „ძალა ერთობაშია“ და კოალიციის წევრებმა უნდა დააფიქსირონ პოზიცია თაკო ჩარკვიანის განცხადებასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სერგი კაპანაძემ.

როგორც კაპანაძემ აღნიშნა, „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“  მიერ პროდასავლურ ოპოზიციური პარტიებისთვის მოწოდება, რომ არჩევნების შემდეგ „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში არ შევიდნენ, მმართველი გუნდისა და მასთან ასოცირებული პოლიტიკური პარტიებისგან აგრესიული რეაქციები მოჰყვა.

რაც კაპანაძის განმარტებით, მოულოდნელი არ ყოფილა.

„გუშინ ევროპული საქართველო და თავისუფალი დემოკრატები ინიციატივით გამოვედით, რომ ყველა პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიამ 2020-ის საპარლამენტო არჩევნებამდე საჯაროდ დადოს პირობა, რომ არ შევა ბიძინა ივანიშვილთან და პროპუტინურ ძალებთან კოალიციაში და ამით არ შეუწყობს ხელს ივანიშვილისთვის ძალაუფლების შენარჩუნებას.  „ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები“ მივიჩნევთ, რომ ეს არასაკმარისი მაგრამ აუცილებელი პირობაა ქვეყნის წინ წასასვლელად. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ამოცანაა ივანიშვილის და პროპუტინური ძალების ძალაუფლებიდან ჩამოშორება.  ამ მოწოდებას მოყვა სრულიად აგრესიული რეაქცია ივანიშვილის გუნდისგან და მისი სატელიტებისგან. რაც მოულოდნელი არ ყოფილა.

ინიციატივას თითქმის ყველა პროდასავლური პარტია გამოეხმაურა. მათი უმრავლესობა, სხვა საკითხებში არსებითი განსხვავების მიუხედავად, იზიარებს ამ სასტარტო პირობის აუცილებლობას ქვეყნის თავისუფლების დაცვისთვის. იყო კრიტიკაც ჩვენს მიმართ, რაც აბსოლუტურად ნორმალურია.

ამავდროულად, მოვისმინეთ „ძალა ერთობაშია“ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის თაკო ჩარკვიანის განცხადება, რომელიც სავსე იყო ტყუილითა და ცილისწამებით ასავალ-დასავალის და „ქართული ოცნების“ სტილში.  აღსანიშნავია რომ „ნაციონალური მოძრაობის“ გარშემო გაერთიანებული „ძალა ერთობაშია“ კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის განცხადება ჩვენი ინიციატივის კრიტიკას კი არ წარმოადგენდა, ან თუნდაც მწვავე შეფასებას, არამედ იყო ბინძური და აბსურდული ცილისწამება, თითქოს ივანიშვილთან კოალიციის არშექმნაზე პირობის დადება ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება.

ჩარკვიანი კოალიციის ერთ-ერთი სპიკერია, შესაბამისად „ევროპული საქართველო“ მოვითხოვთ „ნაციონალური მოძრაობის“ და კოალიციის სხვა ლიდერებისგან მკაფიო პოზიციოს დაფიქსირებას ამ ბინძურ ცილისწამებაზე.  მათ უნდა დააფიქსირონ ემიჯნებიან და გმობენ ამ განცხადებას, თუ ეთანხმებიან მის პათოსს, ან თუნდაც დუმილს ირჩევენ ჩარკვიანის საქციელთან დაკავშირებით, რაც ამ შემთხვევაში ამ გზავნილთან თანხმობის ნიშანია. „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ყველასთვის ცნობილია - მწვავე დისკუსია და კრიტიკა პოლიტიკური პროცესის აბსოლუტურად ნორმალური ნაწილია ჩვენსა და ენმ-ს შორის უზარმაზარი განსხვავებებაა ბევრ პოლიტიკურ საკოთხში. ვაპირებთ მათ აქტიურ კრიტიკას, თუმცა არ ვაპირებთ ტალახის სროლასა და ცილისწამებას. ამისკენ მოვუწოდებთ ყველას და მათ შორის, პირველ რიგში, ენმ-ს და მათთან აფილირებულ ძალებს“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics