|
2019-09-13 19:07:11, 2825 ნახვა
პოლიტიკა
კონსტანტინიდი - გაურკვეველი ვადით საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა მოსახლეობისთვის კრიტიკულ ჰუმანიტარულ პირობებს ქმნის
საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდი საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა გაურკვეველი ვადით კრიტიკულ ჰუმანიტარულ პირობებს ქმნის ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის და აბრკოლებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ვითარების დეესკალაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ამასთან, მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას და მის საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციული მოქმედებები და უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე. „უკიდურესი შეშფოთების საგანია ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვა, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას და ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამოწვევის საფრთხეს. საოკუპაციო რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება უხეშად ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, ზღუდავს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებას და წვდომას საკუთარ კარ-მიდამოზე. საოკუპაციო ხაზის ჩაკეტვა გაურკვეველი ვადით კრიტიკულ ჰუმანიტარულ პირობებს ქმნის ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობისთვის და აბრკოლებს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისა და ვითარების დეესკალაციისაკენ მიმართულ ძალისხმევას საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. აღნიშნული წარმოადგენს საოკუპაციო რეჟიმის მიზანმიმართული პოლიტიკის ნაწილს, სხვადასხვა აგრესიული ქმედებებითა და პროვოკაციებით მოახდინოს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაცია. მსგავს დესტრუქციულ ამოცანებს ემსახურება აგრეთვე საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ, სოფელ ჩორჩანას სიახლოვეს მდებარე მაღლობის დაკავება, იქ ე.წ. „საზღვრის" აღმნიშვნელი ნიშნის განთავსება და ე.წ. საგუშაგოს განლაგებისთვის სამუშაოების დაწყება. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას და მის საოკუპაციო რეჟიმს ცხინვალში, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ პროვოკაციული მოქმედებები და უზრუნველყონ ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება საოკუპაციო ხაზზე. საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები და კონსტრუქციულად ჩაერთოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების გადასაჭრელად. საგარეო საქმეთა სამინისტრო დაუყოვნებლივ დაუკავშირდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს, ქართულმა მხარემ საკითხი ასევე დასვა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე, ეუთოს მუდმივ საბჭოსა და სხვა საერთაშორისო ფორმატებში და საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართა ქმედითი ჩართულობის თხოვნით. საკითხი კიდევ ერთხელ განხილული იქნება მომავალ ორშაბათს თანათავმჯდომარეებთან საგარეო უწყებაში დაგეგმილ შეხვედრაზე. ვაგრძელებთ ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო პარტნიორებთან და ვიყენებთ ყველა ხელთ არსებულ ბერკეტს, რათა შესაძლებელი გახდეს უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფა“, - განაცხადა კონსტრანტინიდმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)