|
2019-09-13 18:54:17, 2135 ნახვა
პოლიტიკა
გახარიამ ტოივო კლაართან შეხვედრაზე ოკუპირებულ ახალგორსა და სოფელ ჩორჩანაში მიმდინარე პროცესები განიხილა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ ტოივო კლაარს შეხვედრაზე, ოკუპირებულ ახალგორში ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვასა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაში განვითარებულ მოვლენებზე ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები, როგორიცაა ე.წ გამშვები პუნქტის ჩაკეტვა, ამძიმებს ჰუმანიტარულ მდგომარეობას და მნიშვნელოვნად აზიანებს ადგილზე უსაფრთხოების გარემოს. საუბრისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოფელ ჩორჩანაში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სტანდარტული საპოლიციო საგუშაგოს მოწყობის ირგვლივ განვითარებულ პროცესებს და იმ დესტრუქციულ ქმედებებს, რომელსაც ბოლო პერიოდში ადგილი ჰქონდა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. საუბრისას პრემიერმა ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეების მხრიდან საკითხის მაღალი რანგის დიპლომატიური ფორმატების ფარგლებში განხილვის აუცილებლობას და ევროკავშირის წევრი სახელმწოფოების დედაქალაქებისთვის ინფორმაციის მყისიერ რეჟიმში მიწოდების აუცილებლობას. შეხვედრაზე პრემიერმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა ასევე ხაზი გაუსვეს ვითარების მაქსიმალური დეესკალაციის მნიშვნელობას და ამ კუთხით ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების, ისევე როგორც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების პლატფორმების გამოყენების აუცილებლობას. პრემიერ-მინისტრმა ტოივო კლაარს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში ევროკავშირის აქტიური ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის კრიტიკულად მნიშვნელოვან როლს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობის შესწავლის პროცესში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)