|
2019-09-13 15:11:52, 2289 ნახვა
პოლიტიკა
ჩხარტიშვილი: ხაზარაძემ ბიზნესმენების დარეკეტებისთვის სააკაშვილისგან ღირსების ორდენი დაიმსახურა
ბიზნესმენმა ვანო ჩხარტიშვილმა „თიბისი ბანკისა" და საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის საპასუხოდ განცხადება გაავრცელა. როგორც ჩხარტიშვილის განცხადებაშია აღნიშნული, წინა მთავრობამ ფოთის კომბინატი და მასთან არსებული ნავმისადგომი "თიბისი ბანკის" დახმარებით წაართვა. „მამუკა ხაზარაძე ურცხვად ტყუის. ახალი პარტიის დამფუძნებელი თავის პირველ სატელევიზიო გამოსვლაში სამოქმედო პროგრამის ნაცვლად, 30 წუთი ჩემთან დავაზე რომ იჭორავებს, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა, არანაკლები, ვიდრე ის ტყუილები, რომლითაც ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცადა. სააკაშვილთან ალიანსში, ბიზნესმენთა დარეკეტებაში მონაწილეობა არ თეთრდება და ვერც ურცხვი ტყუილით გადაიფარება, როგორც ეს წუხელ სცადა ხაზარაძემ. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ რეალურად რასთან გვაქვს საქმე და რამდენად იმსახურებს ახლადგამომცხვარი პარტიის ცრუპენტელა ლიდერი ნდობას. ხაზარაძესთან ჩემი სასამართლო დავა ეხებოდა სააკაშვილის დროს ჩემთვის ფოთის წისქვილკომბინატის და მასთან მიბმული ნავმისადგომების საქმეს, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ სწორედ თიბისი ბანკის მეშვეობით წამართვა. რაც მთავარია, ეს რეკეტი ბანკმა ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ჩემი ლონდონში დევნილობის დაწყებიდან მეორე დღესვე დაიწყო. ორივე ეს დავა ერთ მოსამართლესთან იმ უბრალო მიზეზით მოხვდა, რომ ერთ საქმეს ეხებოდა. მე ხაზარაძეს სამართლიანად მოვუგე ორი ინსტანციის სასამართლო, მაგრამ პროცესი შევწყვიტე იმიტომ, რომ საკითხი ორ სუბიექტს შორის დავაზე უფრო დიდი აღმოჩნდა და შეეხო უცხოელ ინვესტორებთან ურთიერთობისა და ქვეყნის საფინანსო სტაბილურობის თემებს. ბატონი ბიძინას ამ საქმეში ჩართვა ზემოთხსენებული სახელმწიფო ინტერესებით იყო გამოწვეული და არა საქმის გარჩევის სურვილით, როგორადაც სურს ხაზარაძეს საქმე წარმოაჩინოს. გაუგებარია მისი ნარატივები იგივე საკონსტიტუციო სასამართლოს თემაზეც. მე არაფერში მჭირდებოდა მათი რამენაირი გადაწყვეტილება, რადგან ვერ შემზღუდავდნენ მოქმედებებში, ისევ მე დავთმე და მოგებული საქმე გამოვიტანე სასამართლოდან. არც ვნანობ, რადგან მიუხედავად სამართლიანობისა, დავის გაგრძელება მნიშვნელოვნად დააზიანებდა ბიზნესგარემოს საქართველოში და გახდებოდა ბიზნესში არასასურველი პროცესების მაპროვოცირებელი. ჩემთვის მთავარი იყო, დამემტკიცებინა ჩემი სიმართლე, რაც გავაკეთე კიდეც. მისმა ბანკმა უშუალოდ მისი მონაწილეობით, 17:00 საათზე უსაფუძვლოდ მიითვისა ჩემი ქონებები და 5 წუთში სხვა პირზე გადაყიდა, რათა პატიოსანი მყიდველი შემოეყვანათ და მითვისებული ქონება გადაემალათ. ეს დოკუმენტურად დადასტურდა სასამართლოზე. და კიდევ, დავა ეხებოდა 18 მილიონს და არა 30-ს, როგორც ამას ხაზარაძე ამბობს. იგი დღეს ცდილობს, კოლეგა ბიზნესმენების ძარცვაში მონაწილეობის თემა გაუკუღმართებული მოდელითა და ტყუილებით დაგვავიწყოს. არ გამოვა, რადგან ასეთი საქმეები მის წარსულში უამრავია - გახმაურებულებიდან საკმარისია დავასახელოთ „ელიტ ელექტრონიქსი“, ლისის ტბა, ფოთის პურკომბინატი და ნავმისადგომები. სხვა არაერთი ქეისი, რომელშიც იგი ბიზნესის ჯალათის როლში მოგვევლინა. ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს , მაგრამ ამაოდ, რადგან საზოგადოებას კარგად ახსოვს, როცა სააკაშვილის რეჟიმი ქართულ ბიზნესს ტოტალურად ატერორებდა და დევნიდა, ის მათთან ერთად იყო ჩვენი ქონებების მიტაცებით გამდიდრებული. უფრო მეტიც - ამ მიმართულებით გამოჩენილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ის 2007 წელს სააკაშვილმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ნათელ მომავალს ვერ ააშენებ, მით უფრო, ვერ უწინამძღვრებ. ჩვენ მზად ვართ დაინტერესებულ პირებს მივაწოდოთ მასალები ამ ამბისა და დავების დეტალებზე“, - ნათქვამია წერილში, რომელიც "ტვ პირველმა" გაავრცელა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)