07:44 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-09 15:29:08, 2396 ნახვა

პოლიტიკა
ბრაიზა - მსმენია, რომ გახარია ეფექტური მენეჯერია, მაგრამ ივნისის შემდეგ მისი გაპრემიერება პროვოკაციული ნაბიჯია

 „მსმენია, რომ გიორგი გახარია ეფექტური მენეჯერია, მაგრამ ვინც თვალყურს ადევნებს საქართველოში ივნისის შემდეგ მოვლენებს, აცნობიერებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი მეთიუ ბრაიზა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დანიშვნას.

როგორც ბრაიაზამ აღნიშნა, აღნიშნულ საკითხში ამერიკის მხარე ჩართული არ ყოფილა.

„მე არასდროს შევხვედრივარ მას, მაგრამ მსმენია, რომ ის ეფექტური მენეჯერია და კარგად გაართმევს მთავრობის მართვას თავს ყოველდღიურობაში, მაგრამ ნებისმიერი, ვინც ადევნებს თვალყურს საქართველოში ივნისის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს, აცნობიერებს, რამდენად პროვოკაციულია ეს ნაბიჯი. ადამიანები პარლამენტის წინ, შესაძლოა, არაა დიდი რაოდენობა, მაგრამ ისინი სარგებლობენ საკუთარი შეკრების, გამოხატვის უფლებით და მათთვის ეს მიუღებელია, რომ ყოფილი შს მინისტრი გახდა პრემიერ-მინისტრი. მაგრამ ამ საკითხში აშშ არ არის ჩართული. ბევრი ამბობს, რომ ჩვენ გვქონდა გარკევული როლი „ვარდების რევოლუციაში“, მაგრამ - არა. როდესაც ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ცვლილებები, ჩვენ მათ მხარი დავუჭირეთ“, - განაცხადა ბრაიზამ.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics