07:04 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 17:23:24, 2085 ნახვა

პოლიტიკა
გახარია - ივანიშვილს, რომლის შემწეობითაც ქვეყანა პროპორციულ არჩევნებზე გადადის, ხელისუფლების მიტაცებაში ადანაშაულებენ

„არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ პარტიის თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დახმარებითა და მისი შემწეობით ხდება ის, რომ ქვეყანა იღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას მისი ინიციატივით და ამ ადამიანს ადანაშაულებენ ხელისუფლების მიტაცებაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების კენჭისყრამდე, დასკვნით სიტყვაში განაცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, პროპორციული საარჩევნო სისტემა კოალიციური მთავრობისკენ წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს აქამდე მისი შეფასებით, „ვერავინ ვერ გაბედა“.

„თქვენ ხომ წარმოგიდგენიათ რას ნიშნავს ქვეყნისთვის პროპორციული სისტემა, რომლის მიმართულებითაც ეს ქვეყანა მიდიოდა ათწლეულები. ვერავინ ვერასოდეს ვერ გაბედა. ეს პირდაპირ ნიშნავს პირველ გადადგმულ ნაბიჯს კოალიციური მთავრობისკენ, დემოკრატიული ხარისხის ზრდისკენ. ეს ნიშნავს ღია კარებს პოლიტიკაში ყველასთვის, იმ ახლა ამ ადამიანს ადანაშაულებენ ხელისუფლების მიტაცებაში. აქ სად არის სიმართლე?! ისევე როგორც მათი გაგებით ბიძინას ივანიშვილის ქველმოქმედება თურმე ბოროტებაა. ეს არის უბრალოდ ზემოქმედება ადამიანზე. ეს არის ჩვეულებრივი რევანშის მომზადება და ჩვენ წყნარად, მშვიდად ამას ყველაფერს უნდა დავუპირისპიროთ სამართლიანი მოპყრობა ჩვენი მოქალაქეებისადმი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.  





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics