07:04 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-08 17:01:22, 13327 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირა.

მინისტრთა კაბინეტს ნდობა 98-მა დეპუტატმა გამოუცხადა, წინააღმდეგ ხმა არც ერთ დეპუტატს არ მიუცია. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია გახდა.

მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა ასეთია:

შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;

თავდაცვის მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი;

იუსტიციის მინისტრი - თეა წულუკიანი;

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;

საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ბატიაშვილი;

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა;

ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - ქეთევან ციხელაშვილი.

პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე 4 დღის განმავლობაში მსჯელობდა.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics