|
2019-09-08 14:22:54, 2161 ნახვა
პოლიტიკა
გახარია კობერიძეს: მირჩევნია ჯარიმა გადავიხადო, ვიდრე ბოდიში მოგიხადოთ
„ბატონო ლევან არც მიფიქრია თქვენთვის ბოდიშის მოხდა, მირჩევნია ჯარიმა გადავიხადო, ვიდრე თქვენ მოგიხადოთ“, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია პარლამენტის დამოუკიდებელ დეპუტატს ლევან კობერიძეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი განიხილება. როგორც კობერიძემ აღნიშნა, გიორგი გახარიას გამოსვლა მოსაწყენია და ის შეკითხვებს გაურბის. ამასთან, მისივე განმარტებით, პრემიერობის კანდიდატის გამოსვლაში „სიყალბე და პოპულიზმი იგრძნობოდა“. „თქვენ კითხვებს გაურბიხართ. მოსამართლეებზე გკითხეს და ბიუროკრატიაზე გადახვედით, ეხლა მაგათ გმირად გინდათ თავი წარმოაჩინოთ, რომ როგორც მომავალი პრემიერ-მინისტრი თუ დაგამტკიცებენ, საშუალო ბიუროკრატიის მხედართმთავარი იქნებით. იგრძნობა ეს ყველაფერი, სიყალბეც იგრძნობა საუბარში, რა არის პოპულიზმი ისიც იგრძნობა და მინდა გითხრათ, რომ თქვენი გამოსვლა დღეს ძალიან მოსაწყენი იყო. ბევრი ეცადეთ, რომ თითქოს რაღაც აქცენტები გაგეკეთებინათ, მაგრამ გაურბიხართ პასუხებს, პირველ რიგში კანონებიდან გამომდინარე. თქვენ ჩემს კითხვაზე მიპასუხეთ, რომ აღიარეთ, თქვენი შეცდომების აღიარებისთვის კი არ გამოვაგზავნე მე ის წერილი და თქვენი ბოდიშისთვის, კანონი განმარტავს იმას, რომ თქვენ უნდა უპასუხოთ დეპუტატს. მე არა, დეპუტატის შეკითხვას“, - მიმართა კობერიძემ გიორგი გახარიას.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)