|
2019-09-08 13:38:09, 1154 ნახვა
პოლიტიკა
გახარია: 9 წელი პირველად გუშინწინ ვახსენე - არ ვახსენებდი კოჰაბიტაციის გამო, რომელიც შერიგებას სულაც არ ნიშნავს
„მაგალითად მე 6 წელია უკვე სხვადასხვა სახით ამ მთავრობაში ვარ და არასოდეს არ მიხსენებია 9 წელი, ეს მომიწია პირველად გუშინწინ“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განახლებული მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვისას განაცხადა. როგორც გახარიამ განმარტა, ის წინა ხელისუფლებას კოჰაბიტაციის გამო არ აკრიტიკებდა. „ერთი რამე მინდა ვთქვა, თუ შეგრძნება რჩება, რომ გუნდის რომელიმე ნაწილი, პარლამენტი იქნება, აღმასრულებელი ხელისუფლება იქნება, ან გუნდის ის ნაწილი და პარლემენტში არ მოხვედრილა და პარტიულ ფლანგზე იბრძვის და შეგრძნება აქვს რომ ისინი მარტო იბრძვიან, ეს რა თქმა უნდა, უნდა გადავლახოთ. ეს ყველასთვის არის პირადი გამოცდილება. მაგალითად მე 6 წელია უკვე სხვადასხვა სახით ამ მთავრობაში ვარ და არასოდეს არ მიხსენებია 9 წელი, ეს მომიწია პირველად გუშინწინ. არ მიხსენებია სხვადასხვა მიზეზების გამო, იმიტომ რომ იყო კოჰაბიტაცია, რომელიც პოლიტიკურ კულტურაში ნიშნავს სულ სხვა რაღაცას, პოლიტიკური ორიენტაციის ძალების ხელისუფლებაში ერთდროულად ყოფნას და საერთოდ არ ნიშნავს შერიგებას და კიდევ ბევრი რამ. თუმცა როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას და ვამბობთ, რომ ძირითად ინსტრუმენტად და იარაღად გავიხადოთ სიმართლე, მარტივად გეტყვით რატომ, ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი, რომელიც აუცილებლად მინდა ამ ტრიბუნიდან ვთქვა 2012 წლის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ შესძლო ის რომ წინა ხელისუფლებას ფაქტობრივად რეალური ინსტრუმენტები, რომლითაც შეეძლოთ ცალკე აღებულ მოქალაქეზე ეძალადათ, ჩამოართვა. ერთადერთი რაც დარჩათ, ეს იყო პროპაგანდა და ამ 7 წლის განმავლობაში ამ პროპაგანდას იყენებდნენ ისე ეფექტურად, რომ მოხდა სიმართლის ჩანაცვლება, სიცრუით და მოქალაქეების დღევანდელ აღქმაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ისეთი საკითხები, როგორიც არის „ქართული ოცნების“ როგორც პოლიტიკური გაერთიანების საგარეო ორიენტაცია, ოკუპაციასთან მიმართებაში პოზიცია. მართლმსაჯულებასთან მიმართებაში პოზიცია, მედია თავისუფლება. როდესაც დღეს გვიანონსებს ახალი ტელევიზიის შექმნას რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფი და რამოდენიმეს ბიუჯეტის ვალი აქვს და იქიდან მოპარული ფულით გვიანონსებენ მედიის შექმნას“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)