|
2019-09-07 11:40:59, 1664 ნახვა
პოლიტიკა
გახარია - რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე საუბარი ნაადრევია - არსებული ფორმატები უნდა ამოვწუროთ
„უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი არის რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ომის გარეშე“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას ფრაქციის ფორმატში „პატრიოტთა ალიანსის“ წევრები უსმენენ. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, შეუძლებელია საუბარი ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე, ვიდრე ოკუპირებული ტერიტორიები არ იქნება აღდგენილი. „ტერიტორიული მთლიანობა, რა თქმა უნდა, ეს არის დღეს ქვეყნის ძირითადი პრობლემა, მე ვფიქრობ, რომ ერთმნიშვნელოვნად ეს არის საკითხი, რომელზეც არამხოლოდ ხელისუფლება, არამედ საზოგადოებაც შეთანხმებულია და რა თქმა უნდა, როცა ვსაუბრობთ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ყველა მიმართულებით, საზოგადოებრივი ცხოვრების, მთავრობის თუ პოლიტიკური პროცესების, ეს ყველაფერი უნდა იყოს განმსჭვალული ამ მიზნის მისაღწევად. ეს არის ფაქტი და თუ რჩება აღქმა ან შეგრძნება, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ან ვმუშაობთ ყოველდღიურად ისე, რომ სადმე გვავიწყდება ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, ამას გამოსწორება სჭირდება. ოკუპირებული ტერიროტიები, ეს არის ჩვენი შიდა და გარე უსაფრთხოების კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი, ამიტომ შესაბამისი უწყებებიც, გარდა მთავრობისა, ძალზე აქტიურად მუშაობენ ამ მიმართულებით და რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ვისაუბროთ ჩვენ ქვეყნის სრულფასოვან განვითარებაზე სამოქალაქო, პოლიტიკური, თუნდაც ეკონომიკური მიმართულებით, მანამ სანამ ჩვენი ქვეყნის არ იქნება აღდგენილი. უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეზე, რომ ჩვენი მიზანი არის რა თქმა უნდა, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, ომის გარეშე, ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი წინაპირობა სხვა ყველა რესურსი რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიყენოთ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ. როგორც მან განმარტა, რუსეთთან პირდაპირ დიალოგზე საუბარი ნაადრევია. „რაც შეეხება პირდაპირ დიალოგებზე, დღეს ჩვენ გვაქვს ფორმატები და რუსეთის ფედერაციასთან ვსაუბრობთ და სანამ მაქსიმალურად არ ამოვწურავთ ყველა იმ შესაძლებლობას, რომელსაც დღეს არსებული ფორმარტები, ჟენევის იქნება თუ აბაშიძე-კარასინის, სხვა ახალ ფორმატებზე საუბარი ალბათ ჯერ ნაადრევია, პირველ რიგში, უნდა ვიყოთ კონცენტრირებული იმაზე, რომ ფორმატების შესაძლებლობები ამოვწუროთ მაქსიმალურად ეფექტურად. რაც შეეხება, პირდაპირ კავშირებს ჩვენს ოს და აფხაზ თანამოქალაქეებთან აქ უნდა გავააქტიროთ ყველა შესაძლებლობა, რაც სახალხო დიპლომატიასთან არის დაკავშირებული“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)