06:13 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-06 15:00:19, 1350 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე ენმ-ზე - კაცების გამაუპატიურებლების მხრიდან სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მარაზმია

ადამიანების ქუჩაში მკვლელების და მამაკაცების გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან ადამიანის ჯანმრთელობაზე ზრუნვა სრული მარაზმია, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცახადა, რითაც ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობის მოსმენის შეწყვეტას გამოეხმაურა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, 20 ივნისის ღამეს იყო გადაცდომები, რაზეც პასუხი კონკრეტულმა პირებმა უნდა აგონ.

ამასთან, მისი განმარტებით, ხელისუფლებამ აქციის დაშლის დროს დაზარებულებზე მთელი ცხოვრება უნდა იზრუნოს.

თუმცა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღნიშნულ ადამიანების დაცვაზე საუბრის მორალური უფლება არ აქვს.

„ნახეთ არათანმიმდევრულობა: გუშინ მთელი დღის განმავლობაში ისინი აცხადებდნენ, რომ ისინი იყვნენ ბოიკოტის რეჟიმში და არ მოვიდოდნენ საქართველოს პარლამენტში. შეცვალეს გადაწყვეტილება თურმე რისთვის. თურმე იმისთვის, რომ მოეწყოთ რამდენიმეწუთიანი სპექტაკლი და საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ ძალიან ბინძური ტყუილი. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში კლავდნენ ადამიანებს, ახლა ვითომ დაინტერესებულები არიან ადამიანების ბედით. ამ ხალხის ბედი ჩვენ გვაინტერესებს. მიუხედავად იმისა, რომა ქციის დაშლა იყო აბსოლუტურად ლეგიტიმური და თანამედროვე სამყაროში ამის შესახებ კითხვაც კი არავის დაუსვამს, ეს არ არის საფუძველი იმისა, რომ მეორე მხარეს ჩვენ არ ვიზრუნოთ იმ ადამიანებზე. მთელი ცხოვრება ჩვენ ამ ადამიანებზე, მათ შორის მაკო გომურზე უნდა ვიზრუნოთ, ეს არის ჩვენი მორალური ვალდებულება, რაც არ უნდა კანონიერი ყოფილიყო დაშლა. იქ იყო გადაცდომები, ამაზე პასუხები უნდა აგონ კონკრეტულმა ადამიანებმა, თუ ვინმე გასცდა ლეგიტიმური დაშლის ჩარჩოებს, მაგრამ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების ზრუნვა, ადამიანის ქუჩაში მკვლელების და ძალიან დიდი ბოდიში, მიჭირს ასეთი სიტყვების გამეორება, მაგრამ მიწევს, მამაკაცის გაუპატიურებაში მხილებული ხალხის მხრიდან ადამიანების ჯანრმთელობაზე ზრუნა არის სირცხვილი კი არა, სრული მარაზმი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics