|
2019-09-06 12:37:26, 1044 ნახვა
პოლიტიკა
„რატომ მოხვდა ბავშვებს ტყვია?!“ - ენმ-მ მთავრობის ახალ შემადგენლობას კლიპი „გახარიას უხარია“ ჩაურთო
ფრაქცია „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარლამენტის სხდომა, სადაც მთავრობის ახალ შემადგენლობას უსმენენ, ვიდეო-შეკითხვით გახსნა. ენმ-ს წევრებმა მონიტორზე 20-21 ივნისის მოვლენების ამსახველი ვიდეოკოლაჟი ჩართო. „ჩვენი შეკითხვა გვინდა დავიწყოთ ვიდეო შეკითხვით და პასუხს ამ მწვავე შეკითხვაზე მოითხოვს დღეს ხალხი, მოითხოვს ჩვენი ქვეყანა და საზოგადოებას აინტერესებს პასუხი, რატომ და ვინ არის დამნაშავე?! 3 თვეა ჩვენ ამ ვიდეოს ვისმენთ ეკრანებიდან და გვეკითხვება ყველა, დიდი თუ პატარა, რატომ მოხვდა ბავშვებს ტყვია?! ვინ ჩაიდინა დანაშაული?! ვინ აგო ხელისუფლებიდან ამ დანაშაულისთვის პასუხი?! ვინ არიან ის დამნაშავეები, რომლებსაც ჯერ კიდევ მფარველობს ბატონი ივანიშვილი და ნაცვლად იმისა, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ დღეს განსასჯელის სკამზე, დღეს ჩვენ გვევლინებიან ხელისუფლების სათავეში. ვინ გასცა ბრძანება?! და საერთოდ, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ რატომ მიდის საქართველო პოლიციური სახელწიფოს გზით?! 20 ივნისის შემდეგ იმდენი დანაშაული მოხდა, რომ ერთ დიდი დიქტატორს მრავალი წლის განმავლობაში ეყოფოდა. ჩამოგითვლით ძალიან მოკლედ: რეპრესიები, პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრება, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ აღძარით საქმე, „რუსთავი 2“ დახურეთ და შეასრულეთ რუსეთის სათათბიროს დეპუტატების სანკვარი ოცნება, აგრძელებთ მედია საშუალებების დევნას, აგრძელებთ იმ გზას, რაც გამოუყენეთ „თიბისი ბანკის“ წინააღმდეგ, გააჩერეთ ანაკლიის პროექტი და კულმინაცია, დღეს ადამიანები, რომლებმაც პასუხი უნდა აგონ ამ ჩადენილ საქმეებზე, მართვენ ქვეყანას“, - მიმართა მთავრობის ახალ შემადგენლობას რომან გოცირიძემ. ცნობისთვის, მთავრობის ახალი შემადგენლობას ფრაქციების ფორმატში „ნაციონალური მოძრაობა“ უსმენს.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)