|
2019-09-05 15:29:13, 1276 ნახვა
პოლიტიკა
„ბიბლიური თავისუფლება“: ღარიბაშვილი „ბლატაობს“ და „კუნთებს ათამაშებს“
„ბიბლიური თავისუფლების“ მღვდელმთავარი, ლევან ჯგერენაია თავდაცვის მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღარიბაშვილი „კუნთებს ათამაშებს“ და რეალური გადაწყვეტილების მიღება არ შეუძლია. ჯგერენაიას განცხადებით, „ბიბლიურმა თავისუფლებამ" დაარსებიდან დღემდე, „მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიხსნა“. „ღარიბაშვილს აქამდეც ჰქონდა ასეთი მცდელობა, კუნთებს ათამაშებს, თითქოს რაღაცას წყვეტს და ამბობს რომ ბიბლიურ თავისუფლებას ავკრძალავთ და ამით ჩვენ უფება გვექნება ადამიანები მონებად ვაქციოთო. საბოლოო ჯამში, ეს ღარიბაშვილის გადასაწყვეტი მაინც ვერ იქნება. თუ საქმე საქმეზე მიდგება, ისე შევაწუხებთ ამაზე რომ ღარიბაშვილზე ზემდგომ ადამიანს მოუწევს გადაწყვეტილების მიღება. თვითონ კი „ბლატაობს" ახლა, მაგრამ „ბიბლიური თავისუფლების" გაუქმება მისი გადასაწყვეტი არაა. ეგ კი არა, თანამდებობაზე მოსვლა-წასვლა არაა მისი გადასაწყვეტი. „ბიბლიურმა თავისუფლებამ" ამ ქვეყანაში სისტემის მონობისგან 25 ათასზე მეტი ადამიანი დაიცვა და ახლა ღარიბაშვილი ამბობს რომ, 700 ათასი ადამიანი არის ამ ქვეყანაში ვისაც ჯარი ეხება და მათ პოტენციურ მონებად განიხილავს. ახლა გადაწყვიტა, რომ უფლება აქვს, ადამიანების უფლებების დაცვა აგვიკრძალოს და „ვიშკაზე" მათ მსახურებად წაიყვანოს. ეს არ გაუვა ღარიბაშვილს იმიტომ რომ სიმართლე არ არის მის მხარეს“, - განაცხადა ჯგერენაიამ. შეგახსენებთ, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ „გირჩის“ საქმიანობა სახელმწიფოსა და ჯარის ძლიერებას საფრთხეს უქმნის.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)