|
2019-09-05 14:43:51, 1218 ნახვა
პოლიტიკა
გომელაური 20 ივნისის საქმეზე: მადლობას ვუხდი მინისტრს და ყველა პოლიციელს, რომელმაც სახელწიფო დაიცვა
„რომ არა მინისტრი და თოთოეული პოლიციელი ალბათ 20 წლით უკან გადავარდებოდა მთელი ქვეყანა“, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური 20 ივნისის ღამეს განვითარებულ მოვლენებს. გომელაურის შეფასებით, ძალიან მძიმე ამბავი მოხდა 20 ივნისს, თუმცა ცალსახად გამიჯვნა, რომ თოთოეული მოქალაქე მართალი იყო, ყველა პოლიციელი დამნაშავე, არასწორია. „რაც შეეხება 20 ივნისის თემებს, მოხდა ძალიან სამწუხარო რამ, რაც ძალიან ცუდია. მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ცუდია, როგორც მოქალაქეები დაზარალდნენ, ასევე პოლიციელები. 80-ზე მეტი პოლიციელი მეორე დღეს საავადმყოფოში იწვა და მკურნალობდა, ასევე მხედველობა დაკარგა ერთმა საერთოდ და მეორეს რაღაც პროცენტები დარჩა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ძალიან ცუდია, გოგონამ თვალი დაკარგა და კიდე რამდენიმე ადამიანს თვალი დაუზიანდა. ძნელი იყო კონტროლირება, ასე ვიზამდი, ისე ვიზამდი. რა თქმა უნდა, რომ დასრულდება ყველაფერი შემდეგ ადვილია საუბარი.მე 26-ე წელია ვმუშაობ და როცა შენს მეწყვილეს ხედავ რომ ათეულობით ადამიანი იტაცებს, გაჰყავს, ფეხით თევალვენ, გლიჯავენ ჩაფხუტებს, ფორმას აგლიჯავენ და სცემენ... იქ რა თქმა უნდა, გადაცდომები იყო და პროკურატურა და სასამართლო არსებობს და მოქალაქე იქნება თუ პოლიციელი გადაცდომაზე პასუხი უნდა აგოს. მაგრამ ის რომ მოქალაქეები ყველა მართლები იყვნენ და მხოლოდ პოლიციელებმა დააშავეს, ასე არ შეიძლება რომ მივუდგეთ. ის ადამიანები იდგნენ და მინდა მადლობა მოვუხადო მინისტრიდან დაწყებული რიგითი პოლიციელით დამთავრებული, სახელმწიფოებრივობა დაიცვეს, რომ არა ისინი ალბათ 20 წლით უკან გადავარდებოდა მთელი ქვეყანა“, - აღნიშნა გომელაურმა.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)