06:13 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-05 12:59:57, 1069 ნახვა

პოლიტიკა
ციხელაშვილი: რეგულარულად გვიწევს მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ

რეგულარულად გვიწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ქეთევან ციხელაშვილმა პარლამენტში ნდობის გამოცხადებისას საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, ქვეყანა ღია რუსული ოკუპაციის პირობებში ცხოვრობს და საქართველოს მოქალაქეებს არაერთ სირთულესთან უწევთ გამკლავება.

მისი შეფასებით, ქვეყანას საქმე „ცოცხალ საფრთხესთან“ აქვს.

„ჩვენ რეგულარულად გვიწევს ძალიან მძიმე მემკვიდრეობასთან გამკლავება, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მივიღეთ და დღემდე გრძელდება. ის უკანასკნელი ეპიზოდები, როგორიც იყო უკანონო ბარიკადების მშენებლობა სოფელ გუგუტიანთკარში, ჩვენი თანამოქალაქეების დაკავება ეკლესიაში, სოფელ აძვისთავში, ან გადაადგილების დამატებით შეზღუდვა, როგორც თუნდაც დღეს არის, ამჯერად ორი დღით ახალგორის მიმართულებით, არის იმ ინსტრუმენტების ერთობლიობა, რომლითაც ეს რეჟიმი 11 წლის განმავლობაში მოქმედებს. რა თქმა უნდა, ყველაზე მძიმეა, როცა ეს ყველაფერი ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ჩვენი ოთხი ახალგაზრდის  - ბაშარულის, ოთხოზორიას, ტატუნაშვილისა და კვარაცხელიას უმძიმესი შემთხვევები არის ტრაგედია არა მხოლოდ მათი ოჯახებისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისათვის. თუმცა ეს ყველაფერი გვაჩვენებს და შეგვახსენებს იმას, რომ ჩვენ საქმე ძალიან ცოცხალ პროცესთან, ცოცხალ საფრთხესთან გვაქვს, რომელიც ყოველდღიური გამოწვევაა ჩვენი ქვეყნისთვის და ათიათასობით ჩვენი თანამოქალაქისთვის. ეს გვავალდებულებს, რომ ამ საკითხების დაძლევისას ძალიან გონიერები და პრინციპულები ვიყოთ. ამ საფრთხეს პირდაპირი გაგებით უმკლავდება 50 ათასამდე ჩვენი მოქალაქე 100-ზე მეტ სოფელში, რომლებიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარეობს; 300 ათასამდე დევნილი, რომელსაც დღემდე არ ეძლევა საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალება; 200 ათასამდე ადამიანი, რომელიც დღეს ოკუპირებული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ცხოვრობს. ეს რეგიონები, თავის მხრივ, 70 პროცენტით არის დაცლილი მზარდი მილიტარიზაციისა და იზოლაციის პირობებში“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics