21:58 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-11 11:05:16, 397 ნახვა

საზოგადოება
განათლების საერთაშორისო ცენტრში ექსპერტთა საბჭო შეიქმნება

განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაცია საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილ საჯარო მოხელეთა მომზადების სკოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, განათლების საერთაშორისო ცენტრში ექსპერტთა საბჭო შეიქმნება და ქვეყანაში არსებული ყველა ანალოგიური რესურსის კონსოლიდირება მოხდება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით შექმნილი საჯარო მოხელეთა მომზადების სკოლა საჯარო სამსახურის განვითარებისა და საჯარო მმართველობის რეფორმის ერთ-ერთ ინსტრუმენტად უნდა იქცეს.

აღნიშნული სკოლის შექმნა დაეფუძნა საერთაშორისო პრაქტიკას, ვინაიდან ევროკავშირის თითქმის ყველა წევრ სახელმწიფოში ( დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ესტონეთი, საფრანგეთი, ლატვია, ავსტრია, პოლონეთი) საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში  ფუნქციონირებს საჯარო მოხელეთა გადამზადების სკოლა და მათი უმრავლესობა მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში შედის.

ასევე ვითვალისწინებთ, რომ საქართველოში წლებია ფუნქციონირებს რამდენიმე  სახელმწიფო თუ კერძო საგანმანათლებლო დაწესებულებება  და ტრენინგცენტრი,  რომლებიც სახელმწიფო მმართველობასა და მომიჯნავე დარგებში კადრების პროფესიულ მომზადებას უზრუნველყოფენ.  მათი გამოცდილების გაზიარებისა  და  კოორდინირებისათვის  განათლების საერთაშორისო ცენტრში შეიქმნება ექსპერტთა საბჭო, მოხდება ქვეყანაში არსებული ყველა ანალოგიური რესურსის კონსოლიდირება,  გაიწერება სამოქმედო გეგმა და თემატური და პროფილური მოდულების სწავლების პროცესში ჩაერთვებიან   მსგავსი პროფილის მქონე  დაწესებულებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა დაგვეხმარება  ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი საჯარო სამსახურის რეფორმის განხორციელებაში.

სკოლამ ფუნქციონირება "საჯარო სამსახურის შესახებ"  ახალი კანონის ამოქმედების პერიოდიდან უნდა დაიწყოს“, - ნათქვამია განათლების საერთაშორისო ცენტრის ადმინისტრაციის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics