|
2019-09-05 11:29:43, 1183 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი „გირჩზე“: ამ ორგანიზაციისა თუ სექტის საქმიანობა ჯარის ძლიერებას საფრთხეს უქმნის
„ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა ავღნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ჯარის ძლიერებას“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ღარიბაშვილმა „გირჩის“ რელიგიურ ორგანიზაციაზე საუბრისას განაცხადა, რომლის საშუალებითაც ათასობით ახალგაზრდამ სამხედრო სავალდებულო სამსახურს თავი აარიდა. როგორც თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის განხორციელება უწყების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამავდროულად, გაზიარებული იქნება სხვადასხვა სახელმწიფოების უნიკალური გამოცდილებები. „მე მინდა გამოვყო ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ქალბატონმა თეამ (წულუკიანი) აღნიშნა, ეს არის სავალდებულო სამხედრო სამსახური. ჩემთვის, გარედან მაყურებლისთვის იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, ის რაც ბოლო წლების განმავლობაში განვითარდა. მე ვიტყოდი პირდაპირი კატასტროფა და ტრაგედია. მე ვგულისხმობ პოლიტიკური მოძრაობისა და ჩვენი ოპონენტების „ნაცმოძრაობისა“ და აფირირებული წევრების ე.წ. გირჩის ინიციატივას, რომლის ფარგლებშიც მოგეხსენებათ, რომ ხდება პირდაპირი დეგრადაცია ჩვენი მომავალი თაობის. რაც არის ყოვლად დაუშვებელი. მე არ მოვერიდები და ყოველგვარი პოლიტკორექტულობის გარეშე მინდა ავღნიშნო, რომ ამ ორგანიზაციის თუ სექტის საქმიანობა პირდაპირ საფრთხეს უქმნის ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ჯარის ძლიერებას. არ მივერიდები იმის თქმას, რომ ეს არის ძირგამომთხრელი საქმიანობა ჩვენი სახელმწიფოსი. მე მჯერა რომ თქვენთან ერთად ვიმუშავებ. ეს იქნება ერთ-ერთი პირველი საზრუნავი ამოცანა მინისტრობის, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადებში ეს საკითხი იყოს დარეგულირებული. ჩვენ სამხედრო სავალდებულო სამსახური უნდა დავაორგანიზოთ იმ ფორმით, როგორიც არის აპრობირებული დღეს ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენ აქტიურად გავითვალისწინებთ დასავლური ქვეყნების გამოცდილებას და მე ამ დღეების განმავლობაში გავეცანი შვეიცარიის გამოცდილებას, რომელიც არის უნიკალური. შვეიცარია, რომელიც არის ნეიტრალური სახელმწიფო, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე კარგად ორგანზიებული ჯარი. არის კიდე სხვა გამოცდილებები, მაგალითად ისრაელის, რომელიც ჩემთვის არის სამაგალითო და ბევრი სხვა. ამიტომ მე მჯერა რომ ჩვენ ვიმუშავებთ აქტიურად და მოვაწესრიგებთ ამ საკითხებს. მთავარი საზრუნავი იქნება სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეფორმის შესრულება, რომელიც ბატონმა იზორიამ უკვე დაიწყო“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. შეგახსენებთ, რომ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმება „გირჩის“ ერთ-ერთი მთავარ პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს, თუმცა, სანამ ეს მოხდება, პარტიის წევრებმა იმ ახალგაზრდების დასახმარებლად, ვისაც ჯარში წასვლა არ უნდათ, გამოსავალი იპოვეს - მათ დააფუძნეს რელიგიური ორგანიზაცია „ბიბლიური თავისუფლება“. აღნიშნული რელიგიური ორგანიზაცია სასულიერო პირებს აკურთხებს და შესაბამის ცნობასაც გასცემს. სასულიერო წოდების მქონე ახალგაზრდები კი შესაბამისი უწყებებისგან სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადებას ითხოვენ და მიზანსაც აღწევენ, რადგან კანონში არსებული ჩანაწერი მათ ამის საშუალებას აძლევს. სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის 30-ე "ლ" ქვეპუნქტის მიხედვით, წვევამდელს სამხედრო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება, თუ ის არის მღვდელმსახური ან სწავლობს სასულიერო სასწავლებელში.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)