2019-09-05 10:11:19, 1090 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი უნგრეთის პრეზიდენტს ხვდება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უნგრეთის პრეზიდენტს იანოშ ადერი ხვდება.
პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ცერემონია მიმდინარეობს, რის შემდეგაც დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული შეხვედრები და ერთობლივი განცხადებები პრესისთვის.
ამასთან, უნგრეთის პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან