04:16 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-09-04 11:16:08, 1084 ნახვა

პოლიტიკა
ზალკალიანი: საქართველოში აშშ-ის ახალ ელჩთან აუცილებლად მჭიდრო თანამშრომლობა გვექნება

საგარეო საქმეთა მინისტობის კანდიდატი, დავით ზალკალიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის დანიშვნას მიესალმება.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ახალი ელჩი არის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული პირველი ელჩი საქართველოში.

„ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია. აშშ-სთან ჩვენ გვაქვს მჭიდრო თანამშრომლობა. როგორც არასდროს, ისე მაღალია ჩვენი თანამშრომლობა ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან. ეს არის ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დანიშნული პირველი ელჩი საქართველოში. მან გარკვეული პროცედურები უნდა გაიაროს, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები სენატში, როცა ეს პროცესი დასრულდება, ჩვენ მასთან აქტიურად ვითანამშრომლებთ“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა.

ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საქართველოში ელჩად კელი დეგნანის კანდიდატურა წარადგინა. ცნობისთვის, 2018 წლის მარტიდან საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობა ვაკანტურია. 2015 წლიდან 2018 წლამდე ამ პოსტს იან კელი იკავებდა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics