|
2015-07-10 19:24:59, 473 ნახვა
საზოგადოება
დევნილთა სამინისტრო კონტრაქტორ კომპანიებს მოუწოდებს, ხელშეკრულების პირობები არ დაარღვიონ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტმა სამინისტროსა და შპს ,,ნიუკონსტრაქშენს“ შორის, 2013 წლის 29 აგვისტოს, გაფორმებული ხელშეკრულება შეისწავლა, რომლის პირობების შესაბამისად, შპს ,,ნიუკონსტრაქშენს“ ქუთაისში, ნიკეას ქ. #2-ში მდებარე შენობის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა შეესრულებინა. ამის შესახებ სამინისტროს აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ზვიად ლათიბაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, შესწავლის პროცესში გაირკვა, რომ სამინისტრომ 2013 წელს შპს ,,ნიუკონსტრაქშენს“ შეუსრულებელ სამუშაოზე წინსწრებით გადაუხადა თანხა 1.920.000 ლარის ოდენობით, რაც მთლიანი სახელშეკრულებო თანხის 100%-ს შეადგენდა. 2013-2014 წლებში ორგანიზაციის წარმომადგენლების და სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლის რატი სვანიძის მიერ, სამინისტროში წარმოდგენილი შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტებისა და ფორმა #2 საფუძველზე შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა1,213,000ლარი. როგორც ლათიბაშვილმა აღნიშნა, სამინისტროს მიერ ჩატარებული შემოწმებით ნათლად გამოჩნდა, რომ ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოს ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო. „შესაბამისად სამინისტრომ საინჟინრო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიმართა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შესრულებული სამუშაოს ღირებულება შეადგენს მხოლოდ 455 000 ლარს. სამხარაულის დასკვნა ადასტურებს, რომ რატი სვანიძის მიერიქნა ხელმოწერილი და სამინისტრომ ჩაიბარა 757,000 ლარის შეუსრულებელი სამუშაოები. გაურკვეველია, თუ რას მოხმარდა სამინისტროს მიერ 2013 წელს შპს ,,ნიუკონსტრაქშენისთვის“ წინსწრებით გადახდილი თანხიდან 1,464,000 ლარი“, - განაცხადა ლათიბაშვილმა. ამასთან, მისივე განცხადებით, შესწავლილ მასალებში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები აშკარად იკვეთებოდა, ამიტომ 2015 წლის 4 მაისს მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურაში გადაიგზავნა. გარდა ამისა, ლათიბაშვილის თქმით, 2014 წლის აგვისტოში, მსგავსი ტიპის დარღვევაზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და დევნილთა სამინისტროს მიერ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სამინისტროს, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების საფუძველზე გადაგზავნილი იქნა დასკვნა, რომელიც ეხებოდა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტის რატი სვანიძის მიერ, მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების არაჯეროვნად შესრულების ფაქტებს, სადაც იკვეთებოდა სისხლის სამართლის ნიშნების შემცველი გარემოებები. „დასკვნის საფუძველზე 2014 წლის 18 აგვისტოს ხსენებული თანამშრომელი გათავისუფლებული იქნა დაკავებული თანამდებობიდან. დასკვნის მიხედვით, სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს მთავარმა სპეციალისტმა რატი სვანიძემ ჩაიდინა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 78-ე მუხლის I პუნქტის ,,ა’’ (სამსახურეობრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება) და „გ“ (ზოგადზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისკენ მიმართული უღირსი საქციელი) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ არ უზრუნველყო შპს „NBG“-ის მიერ განხორციელებულ სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებისას წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტისა და ფორმა N2-ების მიხედვით შესრულებული სამშენებლო - სარეაბილიტაციო სამუშაოების ადგილზე დროული ინსპექტირება და მის გარეშე დაადასტურა შეუსრულებელი სამუშაოების შესრულება, რაც ცალსახად დაუშვებელია. დღეს, გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფოს კუთვნილი 1 750 352 ლარის მართლ საწინააღმდეგოდ მითვისების ფაქტზე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა შპს „ნიუკონსტრაქშენის“დირექტორი გიორგი მჭედლიშვილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ყოფილი მთავარი სპეციალისტი, რატი სვანიძე. ამასთან, გვინდა მოვუწოდოთ სამინისტროს კონტრაქტორ ყველა კომპანიას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში სამინისტროს მხრიდან მოხდება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა ზვიად ლათიბაშვილმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, ნიკეას ქუჩაზე, ობიექტის სარეაბილიტაციო სამუშოების დასრულებისათვის გამოცხადებულია ტენდერი. ტენდერში გამარჯვებული კომპანია 23 ივლისს გამოვლინდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)