|
2015-07-10 18:46:56, 1316 ნახვა
საზოგადოება
დაღუპული პოლიციელების ოჯახები დღეიდან, 100 000 ლარიან დახმარებას და ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ
„პოლიციის შესახებ“ კანონპროექტი, რომლის თანახმადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ოჯახები 100 000 ლარიან კომპენსაციას მიიღებენ, დღეიდან ძალაში შევიდა. კერძოდ, კანონის თანახმად, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, კონკრეტულად, პრევენციული ღონისძიების განხორციელებისას, სამართალდარღვევის აღკვეთისას, დამნაშავის შეპყობისას, დამნაშავეობასთან ბრძოლისას, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისას ან/და საბრძოლო მოქმედებების დროს შეტაკებისას, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით თავდასხმისას, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას პოლიციელის დაღუპვის ან მიღებული ჭრილობსი შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში, მის ოჯახს(მემკვიდრეს) ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 ლარი გადაეცემა. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურდება დაკრძალვის ხარჯები 500 ლარის ოდენობით. ასევე ძალაში შევიდა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონის პროექტი, რომლის თანახმადაც საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან (1991 წლიდან) სამსახურეობრივი მოვალეობათა შესრულების დროს გმირულად დაღუპულ ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ოჯახებს ყოველთვიურად 1 000 ლარიანი სახელმწიფო კომპენსაცია დაუწესდება. იმ შემთხვევაში თუ, 1 ოჯახიდან ორი ან მეტი პოლიციელი დაიღუპება, ოჯახის წევრები კომპენსაციას თითოეულ გარდაცვლილზე ცალ–ცალკე მიიღებენ. ამავე ოჯახის წევრებს, ამ კომპენსაციის პარალელურად შეუძლიათ მიიღონ ასევე სოციალური პენსია. ამასთან, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გმირულად დაღუპული პოლიციელის ოჯახებს სახელწმიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან ერთჯერადი დახმარება 100 000 ლარის ოდენობით გადაეცემათ. გარდა ამისა, 2015 წლის 1 მაისამდე ზედმეტად ( არასწორად) დარიცხული თანხების ვალდებულებისგან 45 პირი გათვისუფლდება და ლეალიზაციას დაახლოებით 432 450 ლარი დაექვემდებარება.
საკონსტიტუციო სასამართლოს წინ ხალხი იკრიბება, ადგილზე მობილიზებულია პოლიცია
Porsche Mission S - სპორტული ავტომობილის ახლებური გააზრება
ქვეყნის მასშტაბით სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 142 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 62 პირია
აქტივისტმა თამარ ლორთქიფანიძემ საპატიმრო დატოვა
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)